როსკილე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
როსკილე დან. Roskilde | |||
როსკილეს საკათედრო ტაძარი | |||
| |||
ქვეყანა | დანია | ||
რეგიონი | ზელანდია | ||
კოორდინატები | 55°39′00″ ჩ. გ. 12°05′00″ ა. გ. / 55.65000° ჩ. გ. 12.08333° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 41 მეტრი | ||
მოსახლეობა | 47 828 კაცი (2012) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 4000 | ||
ოფიციალური საიტი | http://roskilde.dk/ | ||
როსკილე (დან. Roskilde) — ქალაქი დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე, როსკილეს მუნიციპალიტეტის მთავარი ქალაქი.
როსკილე ძველი ქალაქია და ვიკინგების ხანით თარიღდება, შედის ევროპის უძველეს ქალაქთა ქსელში.[1] წარმოადგენს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრს.
როსკილეს რკინიგზის სადგური მთავარი გაჩერებაა კოპენჰაგენსა და მის დასავლეთით მდებარე დანიის სხვა რეგიონებს შორის. ქალაქის მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით 47 828 ადამიანს შეადგენს.[2]
ქალაქში არსებობს საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ცენტრისკენ ეშვება და გამოირჩევა მრავალი მაღაზიით, რესტორნითა და კაფეთი. დანარჩენი დანიიდან და მსოფლიოდან ტურისტებს რამდენიმე ღირსშესანიშნაობა იზიდავს. ადგილობრივ უნივერსიტეტს აქვს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სტუდენტებს საშუალებას აძლევს 1 წლით ისწავლონ.
ადამ ბრემენელისა და საქსონ გრამატიკოსის ცნობით, 980-იან წლებში დანიის მეფე ჰარლად I ლურჯკბილამ როსკილეში ეკლესია და სამეფო მამული ააგო. საქსონ გრამატიკოსი სახელ როსკილეს ლეგენდარულ მეფე როარს უკავშირებს, რომელიც სავარაუდოდ აქ VI საუკუნეში ცხოვრობდა. ჰარალდი მის მიერვე აგებულ ეკლესიაში დამარხეს, რომლის ადგილასაც დღეს როსკილეს საკათედრო ტაძარი დგას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Roskilde Domkirke (English version of Danish site) დაარქივებული 2012-08-04 საიტზე Wayback Machine.
- Roskilde Festival website
- Vikingeskibsmuseet (Viking Ship Museum, in Danish) დაარქივებული 2006-09-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ MAETN. (1999 [last update])diktyo. classic-web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2005. ციტირების თარიღი: 19 May 2011.
- ↑ BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark