როინ კერძევაძე
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 26 სექტემბერი, 1970 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 23 თებერვალი, 2010 (39 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1988–1990 | დინამო თბ. | 9 | (1) |
1991–1993 | მარგვეთი | 41 | (4) |
1994–1995 | ომონია | 29 | (7) |
1995–1998 | დინამო თბ. | 53 | (12) |
1998–2000 | ქიაფაზი | 10 | (6) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
როინ (დათო) კერძევაძე (დ. 26 სექტემბერი, 1970 — გ. 23 თებერვალი, 2010) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს სამგზის და აზერბაიჯანის ჩემპიონი. საქართველოს თასის ორგზის მფლობელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.[1]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ზესტაფონის „მარგვეთის“, არადიპუს „ომონიასა“ და განჯის „ქიაფაზის“ ღირსებას.
1996 წლის 26 იანვარს დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის „დინამომ“ დუშანბეს „პამირს“ 9–0 მოუგო. გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (4), დავით მუჯირმა (2), გიორგი ანჩაბაძემ, ლევან ხომერიკმა და როინ კერძევაძემ გაიტანეს. დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ზოიძე, კალაძე, ლობჟანიძე, დიდავა, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, მუჯირი (იაშვილი), ხომერიკი, კიკნაძე, ანჩაბაძე, კერძევაძე.[2]
1996 წლის 24 ივლისს თბილისის „დინამომ“ უეფა-ს თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, რომელიც ლუქსემბურგში ჩატარდა, „გრევენმახერთან“ 2–2 ითამაშა (პირველი შეხვედრა „დინამომ“ 4–0 მოიგო). ქართველთაგან გოლები გიორგი კიკნაძემ და როინ კერძევაძემ გაიტანეს. დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ზოიძე, ჩხაიძე, ლობჟანიძე, კუდინოვი, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე (ინალიშვილი), ჯამარაული (ანჩაბაძე), ზ. ჯელაძე, ყიზილაშვილი, იაშვილი (კერძევაძე). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როინ კერძევაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- როინ კერძევაძე — dinamo-tbilisi.ru
- როინ კერძევაძე — FootballFacts.ru
- როინ კერძევაძე — Transfermarkt
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Weltfussball
- ↑ 26 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
- ↑ «Гревенмахер» 2–2 «Динамо» Тбилиси / Кубок УЕФА 1996/97