შინაარსზე გადასვლა

როდნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როდნა
მთა პიეტროსი
მთა პიეტროსი
კოორდინატები: 47°32′17″ ჩ. გ. 24°41′50″ ა. გ. / 47.53806° ჩ. გ. 24.69722° ა. გ. / 47.53806; 24.69722
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
უმაღლესი წერტილი პიეტროსი
სიმაღლე 2305 
სიგრძე 50 კმ
როდნა — რუმინეთი
როდნა

როდნა (რუმ. Munții Rodnei) — მთის მასივი კარპატებში. აღმოსავლეთი კარპატების უმაღლესი ნაწილი. ვრცელდება რუმინეთის ჩრდილოეთით, უკრაინის სახელმწიფო საზღვართან. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 50 კმ-ზე. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 2305 მ (მთა პიეტროსი). აგებულია გრანიტებითა და კრისტალური ქანებით, დასავლეთი ნაწილი — ფლიშით. თხემური ნაწილი ატარებს ძველი გამყინვარების კვალს. მთებში გავრცელებულია პირიტის საბადოები, აგრეთვე მოიპოვება მინერალური წყაროები. ფერდობები, ზღვის დონიდან 1500 მ-მდე შემოსილია წიფელითა და წიწვოვანი ტყით; უფრო მაღლა არის მდელოები და ბუჩქნარები. ზაფხულში, ალპური მდელოები გამოყენებულია საძოვრებად. უფრო ქვემოთ ხდება ხე-ტყის დამზადება. მასივის გარკვეული ნაწილი უკავია ეროვნულ პარკსა და ბიოსფერულ რეზერვატს. განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]