რიტა მორენო
რიტა მორენო | |
---|---|
მორენო 2011 წელს | |
დაბადების სახელი | როზა დოლეროს ალვერიო |
დაბადების თარიღი |
11 დეკემბერი, 1931 პუერტო-რიკო |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე |
აქტიური | 1943-დღემდე |
მეუღლე(ები) | ლეონარდ გორდონი (იქ. 1965–2010) |
შვილ(ებ)ი | 1 |
რიტა მორენო (დაიბადა როგორც როზა დოლეროს ალვერიო მარკანო;[1] დ. 11 დეკემბერი, 1931) — პუერტო-რიკოელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე. მისი კარიერა მოიცავს 70 წელზე მეტს. მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ ფილმში, აღსანიშნავია მისი მეორეხარისხოვანი როლები შემდეგ ფილმებში: 1952 წლის ამერიკული მიუზიკლი-კომედია „სიმღერა წვიმის ქვეშ“, ამერიკული მიუზიკლი „მეფე და მე“ (1956), რომანტიკული მიუზიკლი „ვესთსაიდური ამბავი“ (1961), 1971 წლიდან 1977 წლამდე მონაწილეობდა ამერიკულ საგანმანათლებლო საბავშვო სატელევიზიო სერიალში, „ელექტრო კომპანია“, 1997 წლიდან 2003 წლამდე პიტერ მარია რეიმონდოს როლს თამაშობდა HBO-ს სერიალში სახელწოდებით, „Oz“. გადაღებულია ისეთ ფილმებში როგორიცაა: ამერიკული კომედიური დრამა „პოპი“ (1969), „სხეულის შეცნობა“ (1971), რომანტიკული კომედია „ოთხი სეზონი“ (1981), „მე ასე მომწონს“ (1994), კომედიური დრამა „ბევერლი ჰილზის ჯურღმულები“ (1998). 1994] წლიდან 1999 წლამდე ახმოვანებდა ანიმაციურ სერიალს, სახელწოდებით „სად არის დედამიწაზე კარმენ სენდიეგო?“. სცენაზე ნათამაშები როლებიდან, ყველაზე მეტად ცნობილია გუგი გომეზის შესრულებული როლით, კომედიაში „The Ritz“.
2020 წლის მონაცემებით, თამაშობს სიტკომის, სახელწოდებით „ერთხელ ერთ დღეს“-ის რიმეიქში.
მორენო იმ რამდენიმე არტისტს შორის შედის,[2] რომელსაც მოგებული აქვს ოთხივე მთავარი ამერიკული ყოველწლიური ჯილდო: ემი, გრემის ჯილდო, ოსკარი და ტონი. გარდა ამისა, დაჯილდოვებულია სხვა მრავალი პრიზით, როგორც სამსახიობო მოღვაწეობისთვის, ასევე ცხოვრებისეული მიღწევებისთვის, მათ შორის არის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი. 2019 წელს დაჯილდოვდა „Peabody“-ის ჯილდოთი.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიტა მორენო დაიბადა 1931 წლის 11 დეკემბერს, პუერტო-რიკოში. არის როზა მარიას და ფრანცისკო ჯოზე ალვერიოს შვილი. მისი ზედმეტსახელი იყო „როსიტა“. მისი წინაპრები იყვნენ ესპანეთიდან. მორენოს დედა 1936 წელს რიტასთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ჰყავს უმცროსი ძმა, სახელად ფრანცისკო. მსახიობმა მისი გვარი აიღო დედამისის მეორე ქმრის, ედუარდ მორენოსგან. თინეიჯერობის წლები გაატარა ნიუ-იორკის რამდენიმე სოფელში.[3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიტამ ცეკვა ნიუ-იორკში ჩასვლიდან ცოტახნის შემდეგ დაიწყო. 11 წლის ასაკში ახმოვანებდა ამერიკული ფილმების ესპანუროვან ვერსიებს. ბროდვეის თეატრში პირველად გამოჩნდა ანგელინას როლით, პიესაში „Skydrift“.
ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950-იან წლებში სტაბილურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ფილმებში, ძირითადად პატარა როლებით. მათ შორისაა „ახალი ორლეანის სადღეგრძელო“)[4] და „სიმღერა წვიმის ქვეშ“, რომელშიც ითამაშა ზელდა ზანდერსის როლი. 1954 წლის მარტში, რიტა მორენო მოხვდა ჟურნალ „Life“-ის მთავარ გვერდზე. ამ პერიოდში მსახიობი უკმაყოფილო იყო იმ სტერეოტიპული როლებით, რომელსაც იგი სხვადასხვა ფილმებში თამაშობდა, ერთადერთი გამონაკლისი იყო ტუპტიმის როლი ფილმში, „მეფე და მე“.[5]
1961 წელს ანიტას როლი ითამაშა რობერტ ვაიზის და ჯერომ რობინსის ფილმში, „ვესთსაიდური ამბავი“. ამ როლის შესრულებისთვის მსახიობი დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.[6]
ოსკარის მოგების შემდეგ, მორენომ იფიქრა რომ სტერეოტიპული როლების მორგება ფილმებში აღარ მოუწევდა, თუმცა მას იმედები გაუცრუვდა. ერთხელ მან თქვა: „ოსკარის მოგებიდან 7 წლის განმავლობაში არცერთ ფილმში არ მიმიღია მონაწილეობა, „ვესთსაიდური ისტორიის“ გადაღებამდე ყოველთვის სტერეოტიპული როლების მორგებას მთავაზობდნენ. კონჩიტები და ლოლიტები დასავლეთში. ყოველთვის ფეხშიშველი ვიყავი. ეს იყო დამამცირებელი, მაგრამ მე ეს გავაკეთე რადგან სხვა არაფერი იყო. ვესთსაიდური ისტორიის შემდეგ ისევ იგივე იყო.” [7]}}
1961 წელს მთავარი როლი ითამაშა ამერიკულ დრამაში, „ზაფხული და კვამლი“, რომელიც ვესთსაიდური ამბავის შემდეგ გამოვიდა.
1968 წელს დაუბრუნდა სამსახიობო კარიერას ფილმით, „მომდევნო დღის ღამე“, სადაც ამერიკელ მსახიობთან, მარლონ ბრანდოსთან ერთად ითამაშა. ამას მოჰყვა შემდეგი როლები ფილმებში: „პოპი“ (1969), „მარლოუ“ (1969), „სხეულის შეცნობა“ (1971), „The Ritz“ (1976). ამის შემდეგ მან კვლავ განაგრძო ფილმებში აქტიურად მონაწილეობის მიღება, მათ შორისაა პატარა როლი 2014 წლის ამერიკულ ანიმაციურ ფილმში, „რიო 2“. რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კომერციულად ყველაზე წარმატებულ ფილმად.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წლის ივნისში მორენო დაქორწინდა კარდიოლოგისტზე და თავის მენეჯერზე, ლეონარდ გორდონზე. ისინი ერთად დარჩნენ 2010 წლამდე, ლეონარდ გორდონის გარდაცვალებამდე.[8] მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი, ფერნანდა გორდონ ფიშერი და ორი შვილიშვილი.ref>„Leonard Isadore Gordon“. Los Angeles Times. July 11, 2010. ციტირების თარიღი: February 10, 2020 – წარმოდგენილია Legacy.com-ის მიერ.</ref> მორენომ ერთხელ გადაწყვიტა თავისი ქმრის მიტოვება, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მას ოჯახის დანგრევა არ სურდა.
მორენოს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მსახიობთან, მარლონ ბრანდოსთან.[9] როდესაც მორენო დაფეხმძიმდა, ბრანდომ მას ბავშვის მოცილება მოსთხოვა,[10] აბორტის შედეგად, მორენომ გადაჭარბებული საძილე აბებით თავის მოკვლა სცადა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიტა მორენო — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- რიტა მორენო — Internet Off-Broadway Database
- რიტა მორენო კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Rita Moreno interview, Downstage Center XM Radio interview by the American Theatre Wing, January 2007; March 2007
- Rita Moreno interview on PBS NewsHour, October 1, 2013 (0:48:28), at the American Archive of Public Broadcasting
- TonyAwards.com Interview with Rita Moreno
- Rita Moreno; video produced by Makers: Women Who Make America
- Image of the United Civil Rights Committee with actress Rita Moreno at a march against de facto school segregation in Los Angeles, California, 1963. დაარქივებული 2020-06-30 საიტზე Wayback Machine. Los Angeles Times Photographic Archive (Collection 1429). UCLA Library Special Collections, Charles E. Young Research Library, University of California, Los Angeles.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "SAG Awards 2014: Rita Moreno receives lifetime achievement award"; New York Times
- ↑ Nicole Lyn Pesce; Joe Dziemianowicz; Margaret Eby. (March 3, 2014) Oscars 2014: Bobby Lopez becomes youngest person to get an EGOT with Best Original Song win for 'Let It Go'. Daily News. ციტირების თარიღი: March 6, 2014
- ↑ „Rita Moreno joining Steven Spielberg's 'West Side Story' remake“. Newsday. 27 November 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 November 2018. ციტირების თარიღი: 3 December 2018.
- ↑ Schallert, Edwin (March 22, 1950). „TV Tempts Crawford' Betty Garrett Ending MGM Pact; "Mother" Set“. Los Angeles Times.
- ↑
- ↑ Rita Moreno fan site. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 23, 2013. ციტირების თარიღი: January 11, 2008
- ↑ Rita Moreno overcame Hispanic stereotypes to achieve stardom. The Miami Herald (September 14, 2008). ციტირების თარიღი: September 10, 2011
- ↑ „Gordon, Leonard“. San Francisco Chronicle. July 11, 2010. ციტირების თარიღი: July 13, 2010.[მკვდარი ბმული]
- ↑ After Trying Hollywood, Brando and Suicide, Rita Moreno Has Settled Down. People (April 21, 1975). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2016. ციტირების თარიღი: October 24, 2011
- ↑ Cahalan, Susannah. (February 17, 2013) Rita Moreno tells all about her 'near-fatal' affair with Marlon Brando in memoir.