რაიხსტაგი (საღვთო რომის იმპერია)
რაიხსტაგი (გერმ. Reichstag — „სახელმწიფო კრება“) — საღვთო რომის იმპერიის უმაღლესი საკანონმდებლო-სათათბირო ორგანო. რაიხსტაგის წინამორბედს ინსტიტუტის რანგში, რომელიც იმპერიის პოლიტიკური ელიტის ინტერესებს ასახავდა, წარმოადგენდა გოფტაგი — მეფის კარის კრება იმპერატორის დროს, რომელიც XII საუკუნეში შეიქმნა. „საიმპერიო რეფორმის“ გატარების ფარგლებში 1495 წელს იმპერატორ მაქსიმილიან I-სა და იმპერიის უმაღლეს წოდებებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება რაიხსტაგის დაარსების შესახებ, რომელიც იქნებოდა იმპერიის წარჩნებული წოდებების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქციებით. 1648 წლის ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულებით რაიხსტაგის უფლებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რის შედეგადაც ის გადაიქცა ძალაუფლების უზენაეს საკანონმდებლო ორგანოდ და საღვთო რომის იმპერიის მთელი საკონსტიტუციო-სასამართლო სისტემის ცენტრალურ ელემენტად. 1663 წლიდან რაიხსტაგმა მუდმივი ხასიათი მიიღო და 1806 წელს იმპერიის დაცემამდა იკრიბებოდა რეგენსბურგში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Брайс Дж. Священная Римская империя. — М., 1891.
- Всемирная история. Т. 3-5 — М., 1957.
- Прокопьев А Ю. Германия в эпоху религиозного раскола: 1555—1648. — СПб, 2002. ISBN 5-93762-014-3.
- Шиндлинг А., Циглер В. Кайзеры. — Ростов-на-Дону, 1997. ISBN 5-222-000222-2
- Angermeier H. Reichsreform 1410—1555. — München, 1984. ISBN 3-406-30278-5.
- Hartmann P. C. Das Heilige Römische Reich deutscher Nation in der Neuzeit 1486—1806. — Stuttgart 2005. ISBN 3-15-017045-1.
- Prietzel M. Das Heilige Römische Reich im Spätmittelalter, Darmstadt, 2004. ISBN 3-534-15131-3
- Schindling A. Westfalischer Friede und der Reichstag. //Weber, POSK