ჟორჟ დიუმეზილი
ჟორჟ დიუმეზილი | |
---|---|
ფრანგ. Georges Dumézil | |
დაბ. თარიღი | 4 მარტი, 1898[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | პარიზი |
გარდ. თარიღი | 11 ოქტომბერი, 1986[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] (88 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | Nuits-Saint-Georges[9] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[10] |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, historian of religion, ანთროპოლოგი და სამხედრო |
მუშაობის ადგილი | საფრანგეთის კოლეჯი[11] , უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლა, უფსალის უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი და სტამბოლის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლუი დიდის ლიცეუმი და პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა |
სამეცნიერო ხარისხი | agrégation d'histoire და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | Madeleine Legrand |
მამა | Jean Dumézil |
შვილ(ებ)ი | Perrine Dumézil-Curien[12] და Claude Dumézil |
ნათესავ(ებ)ი | Hubert Curien და Bruno Dumézil |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, საბრძოლო ჯვარი 1914–1918, აკადემიური პალმის ორდენის კომანდორი, ჩინო დელ დუკას პრემია[13] , უფსალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ლიეჟის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი |
ხელმოწერა | |
ჟორჟ დიუმეზილი (ფრანგ. Georges Dumézil) (4 მარტი, 1898, პარიზი, — 11 ოქტომბერი, 1986, იქვე) — ფრანგი ფილოლოგი, ენათმეცნიერი და რელიგიათმცოდნე. იყო რელიგიის ისტორიის, ეპოსისა და შედარებითი მითოლოგიის აღიარებული სპეციალისტი.
დაიბადა საფრანგეთის არმიის გენერლის ოჯახში. თავადაც ჯარში მსახურობდა პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს და მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დასაწყისში. განათლება მიიღო პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლაში, იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია შედარებითი რელიგიათმცოდნეობის საკითხზე 1924 წელს. 1920 წლიდან მუშაობდა პარიზისა და უცხოეთის სხვადასხვა სასწავლებელში, მ. შ. იყო სტამბოლის უნივერსიტეტის რელიგიის ისტორიის პროფესორი (1925-1931), უფსალის უნივერსიტეტის ფრანგულ ენის პროფესორი (1931-1935), პარიზის უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლის (École pratique des hautes études) შედარებითი რელიგიათმცოდნეობის დეპარტამენტის დირექტორი (1935-1968), კოლეჟ დე ფრანსის ინდო-ევროპული ცივილიზაციების კათედრის გამგე (1949-1968).
დუმეზილი ცნობილი იყო თავისი „ტრიფუნქციური ჰიპოთეზით“ პროტო-ინდო-ევროპული საზოგადოების და მითოლოგიის განვითარების შესახებ. მის კვლევებს უდიდესი გავლენა ჰქონდა შედარებით მითოლოგიასა და ინდოევროპეისტიკის სფეროზე. ფლობდა რამდენიმე ათეულ ენას.
ავტორია მონოგრაფიებისა: „შედარებითი ნარკვევები ჩრდილო-დასავლურ კავკასიურ ენათა შესახებ; მორფოლოგია“ (1932), „შედარებითი ძიებანი კავკასიური ზმნის შესახებ“ [(1933), გაანალიზებულია ჩრდილო-კავკასიურ ენათა ზმნის ზოგიერთი მორფოლოგიური კატეგორია]; „უბიხური ზმნა“ (1975). ცნობილია დიუმეზილის გამოკვლევები აფხაზური, ადიღეური და უბიხური ენების შესახებ. გამოსცა აფხაზური, ადიღეური, უბიხური და ზანური ფოლკლორული ტექსტები. აქვს აგრეთვე გამოკვლევა კავკასიის ალბანელთა შესახებ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თოფურია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 4.0 4.1 AlKindi
- ↑ 5.0 5.1 Babelio — 2007.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 7.0 7.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 8.0 8.1 Munzinger Personen
- ↑ https://www.landrucimetieres.fr/spip/spip.php?article6013
- ↑ კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
- ↑ https://prosopo.ephe.fr/georges-dum%C3%A9zil
- ↑ http://www.fondation-del-duca.fr/prix-mondial