შინაარსზე გადასვლა

პროკოპ დიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროკოპ დიდი

პროკოპ დიდი (ჩეხ. Prokop Veliký, ასევე პროკოპ ტიტველი ჩეხ. Prokop Holý; დ. დაახლ 138030 მაისი, 1434, ლიპანი) — ჰუსიტური მოძრაობის მოღვაწე. 1425 წლამდე ტაბორიტების მქადაგებელი, 1426 წლიდან – ტაბორიტების მთავარი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელი. მეთაურობდა ჰუსიტების ჯარს გერმანიის იმპერატორის წინააღმდეგ უსტ-ნად-ლაბემთან ბრძოლაში (1426 წ.) და ჯვაროსნებთან ბრძოლაში. ჰუსიტების ლაშქრობათა (1427-1433 წწ.) ორგანიზატორი. ბაზელის საეკლესიო კრებაზე ხელმძღვანელობდა ჩეხეთის დელეგაციას. დაიღუპა ლიპანის ბრძოლაში.