პონტოური მუხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პონტოური მუხა

Quercus pontica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  წიფლისებრნი
გვარი:  მუხა
სახეობა:  პონტოური მუხა
ლათინური სახელი
Quercus pontica
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 194222

პონტოური მუხა (Quercus pontica) — მაღალი ბუჩქი ან პატარა ხე (5-7, იშვიათად 10-12 მ სიმაღლისა) წიფლისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მცირე აზიაში, პონტოს ქედზე და დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი, სვანეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა). იზრდება ზღვის დონიდან 800 (1200) - 2200 მ სიმაღლეზე, კირქვიან კლდეებსა და თიხნარ ნიადაგებზე. ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. ხშირად ქვეტყეში ერევა ცირცელი, მედვედევის არყი, მარადმწვანე ბუჩქები. სინათლის მოყვარულია. ღერო ხშირად გართხმულია. ზამთრის მკაცრი პირობების გადატანა უხდება თოვლის მძლავრი საფრის ქვეშ. ყინვაგამძლეა, ნორჩი ყლორტები ზრდას ამთავრებს გაზაფხულზე და ყინვამდე ასწრებს გამერქნებას. ნაყოფმსხმოიარობს ცუდად და იშვიათად. რკო ხშირად დამწიფებას ვერ ასწრებს, ამიტომ აღმოცენების უნარი არ აქვს. მიწაზე გართხმული ტოტები ბევრ ადგილზე ფესვიანდება და ქმნის გაუვალ რაყას. მერქანი მაგარი აქვს. დეკორატიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]