პილვამაა (ესტ.Põlvamaa ან Põlva maakond) — მაზრაესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ესაზღვრება რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქიპილვა. მაზრის შემადგენლობაში შედის 15 მუნიციპალიტეტი: 2 ქალაქი (პილვა და რიაპინა) და 13 თემი. მაზრის დასავლეთით მდებარეობს მაღლობი ოტეპია. მაზრა გამოირჩევა ტბების სიმრავლით (130 ტბა). ცენტრალური ნაწილი უჭირავს მდინარეების აჰიას, პიუზას და ვიჰანდუს ხეობებს. აღმოსავლეთი ნაწილი კი - დაჭაობებულია.
მაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული რეგიონი სეტუმაა, სადაც ცხოვრობს სეტუს ხალხი.