პი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პი“
რეჟისორი დარენ არონოფსკი
კომპოზიტორი კლინტ მენსელი
გამოსვლის თარიღი 10 ივლისი, 1998 (1998-07-10)
ხანგრძლივობა 84 წუთი[1]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური

პი ― 1998 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, დარენ არონოფსკის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი.

სათაურში ნახულისხმებია მათემატიკური მუდმივა პი. ფილმი იკვლევს რელიგიას, მისტიციზმსა და მათემატიკის ურთიერთმიმართებას სამყაროსადმი.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მათემატიკოსზე, რომელიც სამყაროს წესრიგსა და რიცხვებს შორის კავშირის პოვნის იდეითაა შეპყრობილი. ფილმში მაყურებელს ეხატება ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამყარო: არასრულყოფილი, არარაციონალური ადამიანთა სამყარო და ზუსტი და მკაცრად ჩამოყალიბებული მათემატიკური სამყარო.

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მათემატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში მათემატიკისა და მათემატიკური თეორიების მიმართ არაერთ რეფერენსიას ვხვდებით. მაგალითად, მაქსი ოქროს კვეთის პრინციპს ამჩნევს ყველგან, მათ შორის საფონდო ბირჟის მონაცემებში. მაქსის რწმენის მიხედვით, დივერსიულ სისტემებს, რომლებიც არასწორხაზოვან დინამიკას გამოხატავენ, აერთიანებთ საერთო ფორმა, რაც ქაოსის თეორიის შედეგების მსგავსია. ეს თეორია გვთავაზომს მექანიზმს გარკვეული ფენომენებისა და არასწორხაზოვანი სისტემების ასახსნელად, რომელთა წარმოდგენაც ფორმების სახითაა შესაძლებელი. ფილმის კულმინაციურ მომენტში, როცა მაქსი თავს იბურღავს, გატეხილ სარკეში ბიფურკაციული დიაგრამის მსგავს ფორმას ვხედავთ.

გოს თამაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში მაქსი ყოფილ მენტორთან, სოლთან, ერთად პერიოდულად თამაშობს გოს.[2] ეს თამაში, რომელმაც ისტორიულად მათემატიკის განვითარებას შეუწყო ხელი,[3] მარტივი წესებისგან შედგება, თუმცა კომპლექსურ სტრატეგიას მოითხოვს. ორივე პერსონაჟი თამაშს, როგორც სამყაროს მისეული ხედვის მოდელს, ხედავს; სოლი ამბობს, რომ გო კომპლექსური და ქაოსური სამყაროს მიკროკოსმოსია, ხოლო მაქსი მიიჩნევს, რომ თამაშის მსვლელობასთან ერთად მისი კომპლექსურობა თანდათან მცირდება, სვლების შესაძლო კომბინაციათა რაოდენობა იკლებს და მათი წინასწარგანსაზღვრა უფრო და უფრო შესაძლებელი ხდება. შესაბამისად, მისი რწმენით, თამაში გარკვეულ წესრიგს ემორჩილება.[2][ა]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოლი: ძველი იაპონელები გოს დაფას სამყაროს მიკროკოსმოსად მიიჩნევდნენ. როცა დაფა ცარიელია, ყველაფერი მარტივი და დალაგებულია, თუმცა თამაშის შესაძლო სტრატეგიათა რაოდენობა უსაზღვროა. არც ერთი ორი გოს თამაში ერთნაირი არ არის. ყველა განსხვავებულია, ისევე, როგორც თოვლის ფიფქები. შესაბამისად, გოს დაფა სამყაროს კომპლექსურობასა და ქაოსურობას გამოხატავს და სწორედ ესაა სიმართლე სამყაროს შესახებ. მათემატიკით სამყაროს ასე მარტივად ვერ ამოიცნობ. არ არსებობს მარტივი ფორმები.
    მაქსი: თუმცა თამაშის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობათა რაოდენობა უფრო და უფრო მცირდება. დაფა გარკვეულს წესრიგს ემორჩილება და თანდათან ყველა სვლა წინასწარგანსაზღვრადი ხდება... ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გასაცნობიერებლად საკმარისი ცოდნა არ გვაქვს, არსებობს გარკვეული წესრიგი, ფორმები, რომელთაც ეს თამაში ემორჩილება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. PI (15). British Board of Film Classification (November 3, 1998). ციტირების თარიღი: October 19, 2014
  2. 2.0 2.1 The Game of Go, PiTheMovie.com, http://www.pithemovie.com/go.html
  3. Fairbairn, John. Go and Mathematics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2021.