შინაარსზე გადასვლა

პეტერგოფის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტერგოფის სამების ეკლესია
პეტერგოფის სამების ეკლესია — რუსეთი
პეტერგოფის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°53′37″ ჩ. გ. 29°50′55″ ა. გ. / 59.89361° ჩ. გ. 29.84861° ა. გ. / 59.89361; 29.84861
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810421014
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ანდრეი შტაკენშნეიდერი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობაროკო
თარიღდება XIX საუკუნე

პეტერგოფის სამების ეკლესია (რუს. Троицкий собор Александро-Невской лавры) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში, პეტერგოფში. ეკლესია აგებულია 1858-1860 წლებში, ნეობაროკოს სტილში.

ეკლესია მიწერილია პეტერგოფის სერაფიმ საროველის ეკლესიაზე. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

თავდაპირველად პირადი აგარაკის რაიონში არსებობდა ხის ეკლესია ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, რომელიც სასახლის დასავლეთით ააშენა ელისაბედ პეტრეს ასულმა 1748 წელს. ტაძარი იყო ერთგუმბათიანი, სამრეკლოს გარეშე. მისი სიგრძე იყო 12,8 მეტრი, ხოლო სიგანე - 6,4 მეტრი. კანკელი და ხატები გადმოიტანეს წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრიდან. XVIII საუკუნის ბოლოს იგი გააუქმეს.

1797 წელს ტაძარი აღადგინეს და აკურთხეს სამების სახელზე. იგი დაშალეს 1858 წელს სიძველის გამო.

თანამედროვე ტაძარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1858 წლის 4 ივლისს აღნიშნული ტაძრის ადგილზე საიმპერატორო ოჯახის მოძღვარმა პროტოპრესვიტერმა ვასილი ბაჟანოვმა შეასრულა ქვის ტაძრის საზეიმო საფუძვლის ჩაყრა, რომლის პროექტიც შეიმუშავა არქიტექტორმა ანდრეი შტაკენშნეიდერმა.

ტაძრის საზეიმო კურთხევა მოხდა 1860 წლის 27 ივლისს და მასში მონაწილეობდა სამეფო ოჯახიც.

ღვთისმსახურება ამ ტაძარში აღევლინებოდა წელიწადში ერტხელ - სამების დღესასწაულზე.

1918 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და მას გამოიყენებდნენ როგორც ე. წ. საყოფაცხოვრებო მუზეუმის მოსაცდელ დარბაზად. აღნიშნული მუზეუმი განთავსებული იყო სასახლის შენობის ახლოს.

დიდი სამამულო ომის შემდეგ წლებში ეკლესია თანდათან ავარიული ხდებოდა და 1970-იან წლებში იგი დააკონსერვეს.

2005 წელს ეკლესიის შენობა გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მიაწერეს პეტერგოფის სერაფიმ საროველის ეკლესიას, რომელიც ძველ პეტერგოფში მდებარეობდა. ტაძარში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები.

  • Камер-фурьерские журналы за 1858 и 1860 годы // РГИА. Ф. 516. Оп. 1 (125/2382). Д. 45, 69.
  • Автономов А. А. Историко-статистическое описание императорских придворных церквей в г. Петергофе и его окрестностях. — СПб.: тип. и фототип. В. И. Штейн, 1888. — С. 138.
  • Измайлов М. И. Путеводитель по Петергофу к 200-летию Петергофа. [1709-1909]. — СПб.: т-во Р. Голике и А. Вильборг, 1909. — С. 172—178.
  • Imperial Palaces in the vicinity of Saint Petersburg. Peterhof. — Paris, 1992. — P. 99.
  • Гущин В. А. Собственная дача. — СПб.: ВИРД, 1997. — С. 24. — (Утраченные памятники Петергофа). — ISBN 5-89559-004-7.
  • Сурков С. А. Судьбы храмов, духовенства, и мірян Петергофа в годы испытаний. — СПб., 2005. — С. 28—29.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]