შინაარსზე გადასვლა

პატუსის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატუსის ტბა
კოორდინატები: 31°04′18″ ს. გ. 51°28′35″ დ. გ. / 31.07167° ს. გ. 51.47639° დ. გ. / -31.07167; -51.47639
მდებარეობა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
სიგრძე 290 კმ
სიგანე 64 კმ
ფართობი 10,100 კმ²
პატუსის ტბა — ბრაზილია
პატუსის ტბა

პატუსის ტბა (პორტ. Lagoa dos Patos) — ლაგუნა ბრაზილიაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატში. საერთო ფართობი 10,100 კმ². სიგრძე 290 კმ, სიგანე 64 კმ. ბრაზილიის უდიდესი ლაგუნაა. ატლანტის ოკეანისაგან გამოყოფილია დაახლოებით 8 კმ სიგანის ცელათი. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი პორტუ-ალეგრი. დაკავშირებულია ლაგოა-მირინის ლაგუნა-ტბასთან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]