პანტროპიკული ლაქებიანი დელფინი
პანტროპიკული ლაქებიანი დელფინი (Stenella attenuata) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. ბინადრობს ზომიერი და ტროპიკული სარტყლების წყლებში. მილიონობით ინდივიდის ბადეებით ჭერისა და კვლის გამო სახეობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. 1980-იან წლებში გამოყენებულმა მეთოდებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში მილიონობით ინდივიდი გადაარჩინა და დღეისთვის პანტროპიკული ლაქებიანი დელფინი დელფინთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი სახეობაა.
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პანტროპიკული ლაქებიანი დელფინი პირველად 1846 წელს ჯონ გრეიმ აღწერა. გრეის თავდაპირველი ანალიზის მიხედვით, ატლანტიკური ლაქებიანი დელფინიც ამ სახეობას მიეკუთვნებოდა. დღეისთვის ეს ორი სახეობა ერთმანეთისგან გამოყოფილია. ორივე, გვარისა და სპეციფიკური სახელიც ლათინური ენდან მომდინარეობს და წვრილს/თხელს ნიშნავს.
ვეშაპისნაირთა ტაქსონომიის რაისის 1998 წლის გამოკვლევის მიხედვით პანტროპიკული ლაქებიანი დელფინის რამდენიმე სუბსახეობა გამოიყოფა. ორ მათგანს ფორმალურად სახელი არ აქვს:
- S. a. subspecies A — ბინადრობს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში სანაპიროებისგან მოშორებით.
- S. a. subspecies B — ბინადრობს ჰავაის კუნძულების ირგვლივ.
- S. a. graffmani — ბინადრობს მექსიკიდან პერუმდე სანაპიროს მახლობლად.
- S. a. attenuata.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პანტროპიკული ლაქებიანი დელფინის ზომა და შეფერილობა გავრცელების სივრცეთან ერთად განსხვავდება. ყველაზე შესამჩნევი სხვაობა სანაპირო და ღია წყლების ბინადრებს შორის შეიმჩნევა. სანაპიროს მახლობლად ბინადარი პანტროპიკული ლაქებიანი დელფინები უფრო დიდები არიან და უფრო მეტი ლაქა აქვთ. ეს ორი ფორმა ორ სუბსახეობად დაიყო მხოლოდ აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის პოპულაციებში.
ზრდასრულთა განმასხვავებელი მთავარი ნიშანი ლაქებია, რადგანაც ახალშობილები ძირითადად ერთგვაროვანი შეფერილობის არიან და ბოთლცხვირა დელფინებში ადვილად შეიძლება აერიოთ. მექსიკის ყურის ირგვლივ ბინადარი პოპულაცია შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც ულაქებო იყოს. ატლანტის ოკეანეში პანტროპიკული ლაქებიანი დელფინი ხშირად ატლანტიკურ ლაქებიან დელფინში ერევათ.
პანტროპიკულ ლაქებიან დელფინს გრძელი, წვრილი დინგი აქვს. ზედა და ქვედა ყბა მუქი შეფერილობისაა და თეთრი, თხელი „ტუჩებითაა“ გამოყოფილი. ნიკაპი, ყელი და მუცელი თეთრი ან ღია ნაცრისფერია, შეზღუდული რაოდენობის ლაქებით.
იკვებება პატარა თევზებით, კალმარებითა და კიბოსნაირებით
დაბადებისას 80-90 სმ-ის სიგრძის არიან. ზრდასრულები ≈2.5 მეტრის სიგრძის არიან და 120 კგ-ს იწონიან. მდედრები სექსუალურად 10 წლის ასაკში მწიფდებიან, ხოლო მამრები 12 წლის ასაკში. საშუალოდ 40 წელს ცოცხლობენ.
პოპულაცია და გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც სახელი მიუთითებს, პანტროპიკული ლაქებიანი დელფინი ტროპიკული და სუბტროპიკული სარტყლების წყლებში ბინადრობს — უხეშად რომ ვთქვათოკეანეებისა და ზღვების წყლებში, რომლებიც ჩრდილოეთით 40° პარალელსა და სამხრეთით 40° პარალელს შორისაა მოქცეული. მსოფლიო პოპულაცია 3 მილიონს აჭარბებს — მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი ვეშაპისნაირი ბოთლცხვირა დელფინის შემდეგ — რომელთაგანაც ორი მილიონი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს. პოპულაციის უდიდესი ნაწილი წყალმარჩხ,თბილს წყლებში ბინადრობს (წყლის ტემპერატურა 25°C-ს აღემატება). პანტროპიკული ლაქებიანი დელფინი საბინადროდ მაღალი ტემპერატურული გრადიენტის მქონე ადგილებს ირჩევს.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pantropical Spotted Dolphin by William F. Perrin in Encyclopedia of Marine Mammals pp. 865–867. ISBN 978-0-12-551340-1
- Whales Dolphins and Porpoises, Mark Carwardine, Dorling Kindersley Handbooks, ISBN 0-7513-2781-6
- National Audubon Society Guide to Marine Mammals of the World, Reeves, Stewart, Clapham and Powell, ISBN 0-375-41141-0
- Variation of spotted and spinner porpoise (genus Stenella) in the Eastern Pacific and Hawaii William F. Perrin
- Hammond, P.S.; Bearzi, G.; Bjørge, A.; Forney, K.; Karczmarski, L.; Kasuya, T.; Perrin, W.F.; Scott, M.D.; Wang, J.Y.; Wells, R.S. (2012). „Stenella attenuata“. The IUCN Red List of Threatened Species. IUCN. 2012: e.T20729A17821189. doi:10.2305/IUCN.UK.2012.RLTS.T20729A17821189.en. ციტირების თარიღი: 16 January 2018.
- Hammond, P.S., Bearzi, G., Bjørge, A., Forney, K.A., Karkzmarski, L., Kasuya, T., Perrin, W.F., Scott, M.D., Wang, J.Y. , Wells, R.S. & Wilson, B. 2012. Stenella attenuata. The IUCN Red List of Threatened Species 2012: e.T20729A17821189.
- Kasuya, Toshio. "Japanese whaling and other cetacean fisheries (10 pp)." Environmental Science and Pollution Research-International 14.1 (2007): 39-48.