პალესტინის ქართული წარწერები
იერსახე
პალესტინის ან ბირ ელ ყუტის ქართული წარწერები — იტალიელი არქეოლოგის ვირჯილიო კორბოს მიერ იუდეის უდაბნოში 1952 წელს აღმოჩენილი ქართული მონასტრის წარწერები.
უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის. შესრულებულია მოზაიკით (სეფი) იატაკზე ასომთავრულით. წარწერა სამია. ამათგან 2 მოღწეულია დაუზიანებლად, ხოლო ერთი ამჟამად დაკარგულად ითვლება. ორი წარწერა თარიღდება 430 წლით, მესამე კი 532 წლით. პირველი 2 წარწერა ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის წარწერას.
სამივე წარწერის ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმიდაო თეოდორ-
- ე მარ[უა]ნ და ბუ-
- რზ[ე]ნ...ენ ამი
- 430 წ.
- შეწევნითა ქ~ ჱსითა და მ-
- ეოხებითა წმიდისა თ~ეჲსითა
- შ~ნ ანტონი აბაჲ და იოსია მო-
- მსხმელი ამის სეფისაჲ და მა-
- მა-დედაჲ იოსიაჲსი ამენ
- 532 წ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩაჩანიძე ვ., პეტრე იბერიელი და ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები იერუსალიმში, თბ., 1974;
- წერეთელი გ., უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, თბ., 1960
- ქსე, ტ. 7, გვ. 651-652, თბ., 1984
- „ქართული დამწერლობის უძველესი ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 21
- ხურცილავა ბ., ბირ ელ-ქუტის წარწერების ქრონოლოგიისათვის. "საისტორიო ვერტიკალები" (სტუ), 35-36, თბ., 2016