ოჰაიო (მდინარე)
ოჰაიო ინგლ. Ohio | |
---|---|
სათავე პიტსბურგში | |
ქვეყანა | აშშ |
ტერიტორიული ერთეულები | პენსილვანია, დასავლეთი ვირჯინია, კენტუკი, ინდიანა, ილინოისი |
ქალაქები | პიტსბურგი, ამბრიჯი, სტიუბენვილი, უილინგი, მარიეტა, პარკერსბერგი, ჰანინგტონი, პორტსმუთი, ცინცინატი, მადისონი, ლუისვილი, ოუენსბორო, ევანსვილი, პადიუკა, კეირო |
მარჯვენა შენაკადები | მასკინგემი, ჰოკინგი, საიოტო, გრეიტ-მაიამი, უაიტუოტერი, უობაში, სალინი |
მარცხენა შენაკადები | ლიტლ-კანოვა, კანოვა, გაიანდოტი, ბიგ-სანდი, ლიკინგი, კენტუკი, გრინ-რივერი, ტრეიდუოტერი, კამბერლენდი, ტენესი |
სათავე |
მდინარეების ალეგეინისა და მონოგლაჰილის შეერთება 40°26′32″ ჩ. გ. 80°00′52″ დ. გ. / 40.44222° ჩ. გ. 80.01444° დ. გ. |
სათავის მდებარეობა | პიტსბურგი |
სათავის სიმაღლე | 220 მ |
შესართავი |
მისისიპი 36°59′12″ ჩ. გ. 89°07′50″ დ. გ. / 36.98667° ჩ. გ. 89.13056° დ. გ. |
შესართავის მდებარეობა | კეირო |
შესართავის სიმაღლე | 88 მ |
სიგრძე | 1580 კმ |
აუზის ფართობი | 528,1 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | მისისიპი → ატლანტის ოკეანე |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7750 მ³/წმ |
ოჰაიოს აუზი | |
— სათავე, — შესართავი | |
ოჰაიო ვიკისაწყობში |
ოჰაიო (ინგლ. Ohio) — მდინარე აშშ-ში; მდ. მისისიპის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1580 კმ, აუზის ფართობი 528,1 ათ. კმ². წარმოიქმნება ქალაქ პიტსბურგთან მდინარეების ალეგეინისა და მონოგლაჰილის შეერთების შედეგად. ქალაქ ლუისვილამდე მიედინება აპალაჩების პლატოზე, შემდეგ — ცენტრალურ ვაკეებზე. ქალაქ კეიროსთან ჩაედინება მდინარე მისისიპიში. ძირითადი შენაკადებია: მასკინგემი, ჰოკინგი, საიოტო, გრეიტ-მაიამი, უაიტუოტერი, უობაში, სალინი (მარჯვენა); ლიტლ-კანოვა, კანოვა, გაიანდოტი, ბიგ-სანდი, ლიკინგი, კენტუკი, გრინ-რივერი, ტრეიდუოტერი, კამბერლენდი, ტენესი (მარცხენა). ოჰაიოს აუზი ძირითადად მდებარეობს ზომიერი კლიმატის სარტყელში, ქვემო წელი — სუბტროპიკულში. იკვებება შერეულად, უპირატესად თოვლისა და წვიმის წყლებით. მისისიპის ყველაზე წყალუხვი შენაკადია, მასზე მოდის მთელი მდინარის წყლის დაახლოებით 42%. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი ქვემო წელზე (ქალაქ მეტროპოლისთან) 7750 მ³/წმ-ია (ჩამონადენის წლიური მოცულობა — 244 კმ³). წყალდიდობა ახასიათებს დეკემბრიდან მაისამდე (წლიური ჩამონადენის 74%), წყალმცირობა — ივნის-ნოემბერში (26%). ყველაზე უხვწყლიანი თვეა მარტი (წლიური ჩამონადენის 16%), მცირეწყლიანი — სექტემბერი (3%). პერიოდულად იცის ძლიერი წყალმოვარდნები; 1884, 1913, 1933, 1937, 1945, 1964, 1977 წლებში მათ კატასტროფული ხასიათი ჰქონდათ. 1937 წლის ექსტრემალური წყალმოვარდნის შემდეგ ოჰაიოზე აშენდა მისგან დამცავი ჯებირები.[1]
მდინარეზე აგებულია რაბები, სანაოსნოა მთელ სიგრძეზე. ოჰაიოს აუზში წყლის გზების საერთო სიგრძე დაახლოებით 4000 კმ-ია. ქალაქ ლუისვილის მიმდებარე რაიონში არსებული ჭორომების გამო გაყვანილია შემოვლითი არხები. მდინარის აუზში მდებარეობს დიდი წყალსაცავები, რომელთა დიდი ნაწილი არის ტენესიზე, კამბერლენდზე, გრინ-რივერის შენაკადებზე. წყალი დაბინძურებულია საწარმოთა ჩანადენებით. ოჰაიოზეა დიდი ქალაქები (სათავიდან ქვემოთ): პიტსბურგი, ამბრიჯი, სტიუბენვილი, უილინგი, მარიეტა, პარკერსბერგი, ჰანინგტონი, პორტსმუთი, ცინცინატი, მადისონი, ლუისვილი, ოუენსბორო, ევანსვილი, პადიუკა. მდინარე აღმოაჩინა და თითქმის მთელ სიგრძეზე გამოიკვლია ფრანგმა მოგზაურმა რენე-რობერ კავალიე დე ლა სალმა 1669 წელს.[1]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
კეიროსთან ახლოს
-
მდინარის ყველაზე ფართო მონაკვეთი (1,6 კმ) და ხიდი (ლუისვილი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Михайлова М. В. Огайо // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 645.