შინაარსზე გადასვლა

ოტრანტოს სრუტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სრუტის მდებარეობა

ოტრანტოს სრუტე (ალბ. Kanali i Otrantos; იტალ. Canale d'Otranto) — სრუტე იტალიისა და ალბანეთის სანაპიროებს შორის. ერთმანეთთან აერთებს ადრიატიკისა და იონიის ზღვებს. მისი სიგანე ქალაქ სალერნოს სიახლოვეს, პუნტა-პალასკიასთან 72 კმ-ია.[1] სახელი ეწოდა იტალიის ქალაქ ოტრანტოსგან.

მეორე მსოფლიო ომის დროს სრუტეს სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა. მოკავშირეთა (იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის) სამხედრო-საზღვაო ძალებმა სრუტის ბლოკირება მოახდინეს, რათა ხელი შეეშალათ ავსტრია-უნგრეთის ფლოტისთვის თავიუფლად შესულიყო ხმელთაშუა ზღვაში, რითაც ეფექტურად აირიდეს თავიდან ომის საზღვაო საფრთხეები.

მიუხედავად ამისა, სრუტის ბარიერები არაეფექტური იყო გერმანული წყალქვეშა ნავებისთვის, რომლებიც ადრიატიკის ზღვის მიღმა ოპერირებდნენ და მოკავშირეთათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ ხმელთაშუა ზღვაზე.[2]

1992 წელს იტალიამ და ალბანეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ამ ორ ქვეყანას შორის კონტინენტურ შელფზე საზღვრის გავლების თაობაზე.

1997 და 2004 წელს, დაახლოებით 100-მა ადამიანმა ალბანეთში დატოვა საცხოვრებელი ადგილი და სრუტის არალეგალურად გადაკვეთა სცადა, რაც გამოწვეული იყო ალბანეთის 1997 წლის არეულობით და მძიმე ეკონომიკური პირობებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Physical oceanography of the Adriatic Sea: past, present, and future By Benoit Cushman-Roisin, Miroslav Gačić, Pierre-Marie Poulain, Antonio Artegiani (2001) page 93 [1]
  2. First World War - Willmott, H.P., Dorling Kindersley, 2003, Page 186