ოსტრაკოდერმები (ლათ.Ostracodermi), პრიმიტიული ხერხემლიანების — უყბოების გადაშენებული ჯგუფი. მათი სხეულის სიგრძე 2 მ აღწევდა. არსებობდა პალეოზოურ ჯგუფშიადრინდელი სილურულიდანგვიანდელ დევონურამდე. ჰქონდათ შინაგანი ხრტილოვანი ჩონჩხი და გარეგანი ჯავშანი, რომლებიც ცალკეული ფირფიტებისაგან ან წვრილი ქერცლისაგან შედგებოდა. მნიშვნელობა აქვთ დევონის სტრატიგრაფიისათვის.