შინაარსზე გადასვლა

ორმოსამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორმოსამარხიარქეოლოგიურ ძეგლთა კატეგორია, მიწაში ამოთხრილი ორმო, რომელიც განეკუთვნება მიცვალებულის დასაკრძალავად. გავრცელებულია ყველა პალეოლითის (მუსტიეს) ხანიდან ძველ ორმოსამარხებში მიცვალებულს ატანდნენ სამკაულს, იარაღს, საოჯახო და სხვა ნიცთებს, რაც მიცვალებულზე განსაკუთრებულ ზრუნვას გამოხატავდა.

მიცვალებულის ნეშტს პირდაპირ რომ არ დაჰყროდა მიწა, ორმოსამარხებს ზოგჯერ ძელებით ან თარით ხურავდნენ, ორმოს კედლებს კი ამოაშენებდნენ ან ამოლესავდნენ ხოლმე. იგივე დანიშნულება ჰქონდა ხის ან სხვა მასალისაგან დამზადებულ კუბოს (სარკოფაგს),, რომელიც ანტიკური ხანისადნ გავრცელდა. ზოგჯერ ამავე მიზნით მიცვალებულს ათავსებდნენ ორმოს გვერდით კედელში გამოთხრილ სათავსში. ამგვარ ორმოსამარხებს კატაკომბურ სამარხებს უწოდებდნენ.

ორმოსამარხებს თავზე ხანდახან მიწის ან ქვის ზვინულს აყრიდნენ (მიწაყრილიანი და და ქვაყრილიანი ორმოსამარხები). ძველთაგანვეა გავრცელებული ორმოსამარხების თავზე მემორიალური ძეგლების (სტელები, ფილები და სხვა) დადგმა. ხანდახან ამ ძეგლებზე სხვადასხვა გამოსახულება და წარწერაცაა ამოკვეთილი (ეპიტაფია).

ორმოსამარხებში აღმოჩენილ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი საზოგადოების ნივთიერი და სულიერი კულტურის ისტორიის კვლევისათვის.

საქართველოში უძველესი ორმოსამარხები ადრინდელი ბრინჯაოს ხანით თარიღდება (ქვაცხელები). განსაკუთრებით მრავლადაა შესწავლილი გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რიკინისა და ანტიკური ხანის ორმოსამარხები (სამთავრო, ურბნისი, უფლისციხე და სხვა).