შინაარსზე გადასვლა

ნუგუში (ბელაიის შენაკადი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუგუში

ნუგუში
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ბაშკორთოსტანის დროშა ბაშკირეთი
სათავე იურმათაუს ქედი
53°41′22″ ჩ. გ. 57°26′26″ ა. გ. / 53.68944° ჩ. გ. 57.44056° ა. გ. / 53.68944; 57.44056
შესართავი ბელაია
53°04′32″ ჩ. გ. 55°59′43″ ა. გ. / 53.07556° ჩ. გ. 55.99528° ა. გ. / 53.07556; 55.99528
სიგრძე 235 კმ
აუზის ფართობი 3820 კმ²
მდინარის სისტემა ბელაიაკამავოლგაკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 4 მ³/წმ
ნუგუში (ბელაიის შენაკადი) — ბაშკირეთი
ნუგუში (ბელაიის შენაკადი)
ნუგუში (ბელაიის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი
ნუგუში ვიკისაწყობში

ნუგუში, დიდი ნუგუში (რუს. Нугуш; ბაშკ. Нөгөш ) — მდინარე რუსეთში, ბაშკირეთში. მდინარე ბელაიის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 235 კმ, აუზის ფართობი 3820 კმ². საერთო ვარდნა 540 მ.

სათავე აქვს იურმათაუს ქედის დასავლეთ კალთაზე და გაედინება სამხრეთ ურალის მთების გასწვრივ. ძირითადად თოვლის წყლით იკვებება; იყინება როგორც წესი, ნოემბრის პირველ ნახევარში, ყინულძვრაა აპრილის მეორე ნახევარში. ბაშკირეთის მდინარეებიდან ნუგუში ყველაზე სწრაფი დინებით გამოირჩევა.

მდინარეზე 1967 წელს აშენდა ნუგუშის წყალსაცავი, რომელზედაც მოქმედებს ნუგუშის ჰიდროტექნიკური კვანძი 3 აგრეგატით, რომელთა საერთო სიმძლავრეა 11,55 მვტ. ნუგუშის წყალსაცავის ფართობია 25 კმ², წყლის მოცულობა 400 მლნ. მ³. წყალსაცავის ტერიტორია შედის ბაშკირეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. ნუგუშის წყალსაცავის კაშხლის სიახლოვესაა დაბა ნუგუში. წყალსაცავის ნაპირებზე განლაგებულია ბევრი ტურისტული ბაზა.

მდინარე ნუგუშის წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 194 კილომეტრზე შეადგენს დაახლოებით 4 მ³/წმ-ს. სახელწოდება „ნუგუში“ ბაშკირული ენიდან ითარგმნება როგორც „სუფთა წყალი“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]