ბაშკირეთის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშკირეთის ეროვნული პარკი

რუს. Башкирия (национальный парк)
ბაშკ. Башҡортостан милли паркы

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ბაშკირეთის ეროვნული პარკი
ბაშკირეთის ეროვნული პარკი
მდებარეობა ბაშკირეთი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უახლოესი ქალაქი მელეუზი
კოორდინატები 53°03′ ჩ. გ. 56°32′ ა. გ. / 53.050° ჩ. გ. 56.533° ა. გ. / 53.050; 56.533კოორდინატები: 53°03′ ჩ. გ. 56°32′ ა. გ. / 53.050° ჩ. გ. 56.533° ა. გ. / 53.050; 56.533
ფართობი 92 000 ჰა
დაარსდა 1986
ოფიციალური საიტი https://npbashkiria.ru/

ბაშკირეთის ეროვნული პარკი (რუს. Башкирия (национальный парк), ბაშკ. Башҡортостан милли паркы) — ეროვნული პარკი რუსეთის ფედერაციაში, ბაშკირეთში, რომელიც ფარავს ურალის მთების სამხრეთ ნაწილის ტყეებს. ეროვნული პარკში მდებარეობს მდინარე ნუგუში (ასევე ნუგუშის წყალსაცავის პოპულარული რეკრეაციული ზონა) და მდინარე ბელაია. პარკში წარმოდგენილია მდინარეების ღრმა ხეობები კარსტული ტოპოგრაფიით. დაცული ტერიტორია ცნობილია ხიდებით, რომლებიც მდინარე კუპერლიაზე არის გადებული. პარკი მდებარეობს ბაშკირეთის რესპუბლიკის (ასევე ცნობილი როგორც „ბაშკირია“) სამ რაიონში (მელეუზოვსკი, კურგაჩინსკი და ბურზიანსკი).[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირეთის რეგიონი ათასობით წლის განმავლობაში იყო დასახლებული: შულგან-ტაშში აღმოჩენილია პალეოლითის ხანით დათარიღებული ნახატები მღვიმეებში, რომლებიც რადიო-ქიმიური ანალიზის მიხედვით 13000-14000 წლით თარიღდება. ნახევრად მომთაბარე ბაშკირები ბაშკირეთის მკვიდრნი არიან და მღვიმეში აღმოჩენილ ობიექტებს თავიანთი კულტურის ნაწილად აცხადებენ..[2]

ეს ტერიტორია კარგადაა ცნობილი ველური მეფუტკრეობით, როდესაც თაფლს აგროვებენ ხის ფუღუროებში. ეროვნული პარკის მეზობელი, ალტინ-სოლოკის ნაკრძალი სპეციალურად მეფუტკრეობის ტრადიციის დასაცავადაა შექმნილი და ითვლება, რომ თაფლს ასე 1500 წლის განმავლობაში ამზადებდნენ.

XX საუკუნეში ვოლგასა და ურალის მთებს შორის მოქცეული ბაშკირეთი რუსეთის ყველაზე ინდუსტრიულ და დასახლებულ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა.[3] ბაშკირეთის ეროვნული პარკის მაღალმთიანი ტერიტორია და მასთან დაკავშირებული ნაკრძალები შედარებით ნაკლებად იქნა დასახლებული, რაც ზრდის მათ მნიშვნელობას როგორც დასვენების, ასევე ბუნების დაცვის მხრივ.

დღეს პარკი ცნობილია ზაფხულობით ნუგუშის წყალსაცავის რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენებისთვის, საფეხმავლო ბილიკებითა და ცხენებით ჯირითით. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს მღვიმეებიც. წყალსაცავი და პარკთან ახლო მდებარე ქალაქი მელეუზი ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილებია.

კლიმატი და ეკორეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუგუშის წყალსაცავი, რომელიც პარკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს

ბაშკირეთის ეროვნული პარკისთვის დამახასიათებელია ნოტიო კონტინენტური კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია (Dfb)). კლიმატის ამ სახისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, როგორც დღიურად, ასევე სეზონურად. ზაფხული შედარებით თბილია, ზამთარი კი ცივი და თოვილიანი.[4][5]

ბაშკირეთი მდებარეობს ურალის მთების ტუნდრასა და ტაიგას ეკორეგიონში.[6] ურალის მთები საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც საზღვარი ევროპასა და აზიას შორის. ურალის სამხრეთ ნაწილი მოიცავს ევროპულ და აზიურ ნაწილებს და ამას ერთვის სტეპის ეკორეგიონები. ურალის მთის ტაიგისთვის ძირითადად დამახასიათებელია მცენარეები: ციმბირული ნაძვი, ციმბირული ლარიქსი და ციმბირული სოჭი.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკში ბიომრავალფეროვნებაა, რადგან ის რამდენიმე ბიოგეოგრაფიული პროვინციის შეხვედრის ადგილს წარმოადგენს. აქ მდებარეობს წიწვოვანი ტყეები (ტაიგა), ფართოფოთლოვანი ტყეები და სტეპი. ამ პარკის 90%-ზე მეტი ტყეებს უჭირავს. ტაიგას (ფიჭვი და ლარიქსი) მსუბუქ წიწვოვან მცენარეებს ერევა ფართოფოთლოვანი (ცაცხვი, მუხა, თელა, ნეკერჩხალი) და წვრილფოთლოვანი (არყი და ვერხვი) ხეები. მდინარეების პირას კლდივანი ზედაპირი განაპირობებს მღვიერა მცენარეების არსებობას. პარკში 800-ზე მეტი ყვავილოვანი მცენარეა დაფიქსირებული, რომელთაგან 117 იშვიათია.[7] ტყეების გარდა ბაშკირეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არის მდელოები, ერთ-ერთია „დათვის მდელო“, სადაც გარეული ხახვის ერთ-ერთი სახეობაა აღრიცხული.

ცხოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირეთის ეროვნულ პარკში ბინადრობს 60-მდე ძუძუმწოვარი. წარმომადგენლობითი სახეობებია მურა დათვი, ხარირემი, მგელი, ფოცხვერი და თახვი. ნაკრძალის ტერიტორიაზე აღრიცხულია ამფიბიების 11, თევზების 30 და ფრინველების 150 სახეობა. მტაცებელ ფრინველებში შედის: ბეგობის არწივი და თეთრკუდა ფსოვი (ყველაზე დიდი არწივი, რომლის ფრთები 8 მეტრამდე იშლება). მდინარეების, ნუგუშისა და ბელაიას სათავეებში ბინადრობს ტაიმენი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bashkiria National Park. Russia Nature.
  2. Bashkir Ural - Tentative Lists Entry. UNESCO.
  3. Russian Federal State Statistics Service (2011) დაარქივებული 2016-03-25 საიტზე Wayback Machine. [2010 All-Russian Population Census, vol. 1]. Всероссийская перепись населения 2010 года [2010 All-Russia Population Census] (in Russian). Federal State Statistics Service.
  4. Kottek, M., J. Grieser, C. Beck, B. Rudolf, and F. Rubel, 2006. World Map of Koppen-Geiger Climate Classification Updated en. Gebrüder Borntraeger 2006. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  5. Dataset - Koppen climate classifications en. World Bank. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  6. Map of Ecoregions 2017 en. Resolve, using WWF data. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  7. Nomination - Bashkirian Urals. Natural Heritage Protection Fund.