ნუგზარ ჯუღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუგზარ ჯუღელი
დაბადების თარიღი 2 ივნისი, 1937
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 1 სექტემბერი, 2019 (82 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა ტელეწამყვანი, მსახიობი
აქტიური 1968-2004

ნუგზარ ჯუღელი (დ. 2 ივნისი, 1937 — გ. 1 სექტემბერი, 2019) — ქართველი სპორტული კომენტატორი, ტელედიქტორი და მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1937 წლის 2 ივნისს, თბილისში. 1955 წელს დაამთავრა მე-19 საშუალო სკოლა. 1955-1959 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტზე (კუკური პატარიძის ჯგუფი). 1959-1971 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.

1968 წლიდან დაიწყო მუშაობა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, სადაც 2004 წლამდე მუშაობდა. წლე­ბის მან­ძილ­ზე მი­ჰყავ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მა „მო­ამ­ბე“. აღი­ა­რე­ბა და ­პუოპულარობა მოიპოვა, როგორც სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვანმა და პირ­და­პი­რი რე­პორ­ტა­ჟე­ბის კო­მენ­ტა­ტო­რმა. გადაღებულია მხატვრულ ფილბებში: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959), „ალავერდობა“ (1962).

2014 წლის 30 დე­კემ­ბერს მთაწ­მინ­და­ზე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი თა­ო­ბის წამ­ყვა­ნებს ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს, მათ შო­რის არის ნუგ­ზარ ჯუღელის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვიც.

გარდაიცვალა 2019 წლის 1 სექტემბერს 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ტელევარსკვლავი კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]