ნინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 აგვისტო, 1972 |
დაბ. ადგილი | ქობულეთი, აჭარა, საქართველო |
წარმოშობა | საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | ჯაზი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
ლეიბლ(ებ)ი | Moon Records |
საიტი | nino-katamadze.com |
ნინო ქათამაძე ვიკისაწყობში |
ნინო ქათამაძე (დ. 21 აგვისტო, 1972, სოფელი ბობოყვათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველოს სსრ) — ქართველი ჯაზის მომღერალი და სიმღერების ავტორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნინო ქათამაძე დაიბადა ბობოყვათში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წელს ჩაირიცხა ბათუმის მუსიკალურ ინსტიტუტში, ვოკალურ განყოფილებაში, მურმან მახარაძის კლასში.
1994 წელს ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ფონდი უნარშეზღუდულებისა და სოციალურად დაუცველ ხელოვანთა დასახმარებლად. 1999 წლიდან იწყებს თანამშრომლობას ჯგუფთან insight, რაც მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალბომები
- უბრალო დღე (2003)
- ნინო ქათამაძე და ინსაითი (2004)
- White (2006)
- Black (2006)
- Blue (2008)
- Red (2010)
- Green (2011)
- Yellow (2016)
- ვიდეო
- Red Line (2011)
- Green Line (2012)
საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „სიყვარული აქცენტით“ (2012)
- „მეფის მკვლელობა“ (2008)
- „გზატკეტიცილი M8“ (2008)
- „მოჩვენება“ (2008)
- „ინდი“ (2007)
- „მაღალი ტემპერატურა“ (2006)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნინო ქათამაძე“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი