ნიკოლოზ ჭავჭავაძე (გენერალ-მაიორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლოზ ჭავჭავაძე.

ნიკოლოზ (ნიკო) მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (დ. 5 იანვარი, 1867 — გ. 23 მაისი, 1920) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1914). კავალერიის გენერალ ნიკოლოზ ჭავჭავაძისგან („დიდი ნიკო“) განსასხვავებლად „პატარა ნიკოს“ უწოდებდნენ.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში, რომელსაც მოგვიანებით მეთაურობდა პოლკოვნიკის წოდებით. ცნობილი იყო, როგორც ჩინებული მხედარი. მოპოვებული ჰქონდა არაერთი პრიზი ოფიცერთა საცხენოსნო შეჯიბრებებში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904–1905). შემდეგ ცხოვრობდა თბილისში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში (1914). მიღებული ჰქონდა არაერთი საბრძოლო ჯილდო. გარდაიცვალა ომში მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალულია ყვარელში. ცოლად ჰყავდა ეკატერინე მიხეილის ასული ციციშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]