ნიკოლოზ ჭავჭავაძე (გენერალ-მაიორი)
ნიკოლოზ ჭავჭავაძე | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 5 იანვარი, 1867[1] [1] |
გარდ. თარიღი | 23 მაისი, 1920[1] [1] (53 წლის) |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | military leader და სამხედრო[1] [1] |
ნიკოლოზ (ნიკო) მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (დ. 5 იანვარი, 1867 — გ. 23 მაისი, 1920) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1914). კავალერიის გენერალ ნიკოლოზ ჭავჭავაძისგან („დიდი ნიკო“) განსასხვავებლად „პატარა ნიკოს“ უწოდებდნენ.
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში, რომელსაც მოგვიანებით მეთაურობდა პოლკოვნიკის წოდებით. ცნობილი იყო, როგორც ჩინებული მხედარი. მოპოვებული ჰქონდა არაერთი პრიზი ოფიცერთა საცხენოსნო შეჯიბრებებში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904–1905). შემდეგ ცხოვრობდა თბილისში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში (1914). მიღებული ჰქონდა არაერთი საბრძოლო ჯილდო. გარდაიცვალა ომში მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალულია ყვარელში. ცოლად ჰყავდა ეკატერინე მიხეილის ასული ციციშვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩიქოვანი, იური. თავადი ჭავჭავაძეები. თბ.: არტანუჯი, 2002