ნიკოლოზ ჭავჭავაძე (გენერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლოზ ჭავჭავაძე.
ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე
დ. 22 ოქტომბერი, 1830, — გ. 9 მარტი 1897
დაბადების ადგილი ყვარელი
გარდაცვალების ადგილი თბილისი
კუთვნილება რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა კავალერია
წოდება კავალერიის გენერალი

ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე (დ. 22 ოქტომბერი, 1830, ყვარელი — გ. 9 მარტი, 1897, თბილისი, დაკრძალულია ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში) — თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1880).

სამხედრო სამსახური დაიწყო 1846 წელს ქართულ მილიციაში, რომელიც იცავდა კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან. მთიელ ხალხებთან ბრძოლებში მონაწილეობისათვის 1849 წელს წმინდა გიორგის ჯვარი მიიღო რუსეთის იმპერატორისგან. 1850 წლის 23 აპრილს პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს. 1853-1856 წლებში ყირიმის ომში მონაწილეობდა: იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში. 1859 წელს, დაღესტნის დამორჩილების შემდეგ, დანიშნეს დარგუს ოლქის მმართველად; 1865 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება და ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემგეგ კი განჯის სამხედრო გუბერნატორად გაამწესეს. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878 წწ.) დასაწყისში მოქმედ არმიაში იყო, მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა და ჭავჭავაძე კავკასიის მთიანეთში მიავლინეს. მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით ჭავჭავაძემ მოახერხა აჯანყების ჩაქრობა. 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. დაჯილდოებული იყო წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის (1859) და წმინდა ანასა და წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის (1861) ორდენებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]