ნარსესი
იერსახე
ნარსესი (დ. 478 — გ. 573, რომი) — ბიზანტიელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. წარმოშობით სომეხი, საჭურისი, იმპერატორ იუსტინიანე I-თან დაახლოებული პირი. 538 წელს იტალიაში ველისარიუსს ეხმარებოდა ოსტგუთების წინააღმდეგ ბრძოლაში. 539 წელს გაიხმეს იტალიიდან, 551 წელს კი კვლავ იტალიაში გაგზავნეს მხედართმთავრად. 552 წლის ზაფხულში აპენინებში დაამარცხა ოსტგუთების მეფე ტოტილა (ტაგანას ბრძოლა). დაიპყრო შუა იტალია, აიღო რომი. 552 წლის მიწურულს მდ. სარნუსთან გაანადგურა ოსტგუთები, 554 წელს მოიგერია ფრანკებისა და ალემანების შეტევა იტალიაზე. 555 წელს დაინიშნა იტალიის მმართველად. ცდილობდა მონათმფლობელობისა და რომაული საგადასახადო სისტემის აღდგენას. იმპერატორ იუსტინიანე II-ის გამგებლობის დროს, 567 წელს, ინტრიგებით გადააყენეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 323.