შინაარსზე გადასვლა

ნანა ათუაშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანა ათუაშვილი
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1947(1947-09-21)[1] (77 წლის)
დაბ. ადგილი სსრკ[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი და ექიმი

ნანა ათუაშვილი (დ. 21 სექტემბერი, 1947, თელავი, საქართველო) — ქართველი მეცნიერი და ექიმი.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. 1971–1977 წლებში იყო ბავშვთა მე–2 პოლიკლინიკის უბნის პედიატრი, მოგვიანებით ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური თერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1982–1985 წლებში ლენინგრადის, პეტროვის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1989 წლიდან ამავე ცენტრის რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, სამეცნიერო რადიოლოგიის საკითხებზე გამოცემული აქვს მეთოდური რეკომენდაციები. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპერაციამდელი კონცენტრირებული დასხივების ეფექტურობის შეფასება საყლაპავი მილის კიბოს დროს".

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანა_ათუაშვილი“-დან