ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1933 (1933-06-24) (90 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი
სიმაღლე 168 სმ
წონა 55 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი მძლეოსნობა
სახეობა სპრინტი
სიგრძეზე ხტომა
კლუბი „დინამო“ (თბილისი)
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1957 საქართველოს ღირსების ორდენი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1953
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო ჰელსინკი 1956 200 მ
ბრინჯაო მელბურნი 1956 სიგრძ. ხტ.
ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა (მარცხნივ, 1952)

ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა (რუს. Наде́жда Па́вловна Хны́кина-Двалишви́ли; დ. 24 ივნისი, 1933, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — ქართველი და საბჭოთა მძლეოსანი (სპრინტი, სიგრძეზე ხტომა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1953). საპატიო ნიშნის ორდენის, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1951, 1953 — რბენა 100 მ და 200 მ), სამგზის მეორე (1949 — რბენა 200 მ; 1951, 1953 — სიგრძეზე ხტომა) და მესამე პრიზიორი (1956 — სიგრძეზე ხტომა). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1953 — ესტაფეტა 4 X 200) და სამგზის მეორე პრიზიორი (1953 — რბენა 100 მ და 200 მ; 1957 — სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1951 — სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1953 — ესტაფეტა 4 X 200, ორჯერ, ესტაფეტა 4 X 100; 1954 წელს სიგრძეზე ხტომაში). გაიმეორა ფრანსის ბლანკერს-კუნის მსოფლიოს რეკორდი — 6,25 მ. საუკეთესო პირადი შედეგები: 100 მ — 11,7 წმ; 200 მ – 24,1 წმ; სიგრძეზე ხტომა – 6,25 მ.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1952 (ჰელსინკი; 200 მ - 24.2 წმ)
  • 3rd 1956 (მელბურნი; სიგრძეზე ხტომა - 607 სმ)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1st 1951 (მინსკი; 100 მ, 200 მ)
  • 1st 1953 (მოსკოვი; 100 მ, 200 მ)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1949 (მოსკოვი; 200 მ)
  • 2nd 1951 (მინსკი; სიგრძეზე ხტომა)
  • 2nd 1953 (მოსკოვი; სიგრძეზე ხტომა)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1956 (მოსკოვი; სიგრძეზე ხტომა)
მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1951 (სიგრძეზე ხტომა)
ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი
  • 1st 1953 (ესტაფეტა 4×200)
ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1953 (100 მ, 200 მ)
  • 2nd 1957 (სიგრძეზე ხტომა)

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1952 ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები დროშა: ფინეთი ფინეთი, ჰელსინკი 3rd
1956 ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები დროშა: ავსტრალია ავსტრალია, მელბურნი 3rd

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 393.
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 152, თბ.: პალიტრა L, 2013.

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 21.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022