მ’სილის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მ'სილას მდებარეობა ალჟირში

მ'სილა (არაბულად: ولاية المسيل) — პროვინცია (ვილაიეთი) ჩრდილოეთ ალჟირში. 2008 წლის მონაცემებით, პროვინციაში ცხოვრობს 991,846 ადამიანი. მისი დედაქალაქია მ'სილა, რომლის მოსახლეობაც შეადგენს 100,000 ადამიანს. სხვა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტებია ბუ-საადა და მაადიდი. პროვინციის ფართობია 18,718 კმ².

რეგიონის დიდი ნაწილი ნახევრად უდაბნოს ზონაა და განუვითარებელია.

მ'სილა ცნობილია თავისი ფერმერული მეურნეობით.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია იყოფა 15 რაიონად. რაიონები თავის მხრივ იყოფა 47 კომუნად (ან მუნიციპალიტეტად).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]