ორანის პროვინცია
ორანი (არაბულად: ولاية وهران) — პროვინცია (ვილაიეთი) ალჟირში. მისი დედაქალაქია ორანი.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ორანი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პროვინციის ფართობია 2,114 კმ². 2008 წლის მონაცემებით, პროვინციაში ცხოვრობს 1,584,607 ადამიანი. პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მოსტაგანემი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მასკარა, სამხრეთ-დასავლეთიდან სიდი-ბელ-აბესი და დასავლეთიდან — აინ-ტემუშენტი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინცია ჩამოყალიბდა ყოფილი ორანის დეპარტამენტისგან. 1974 წლის რეორგანიზაციის შედეგად პროვინციას ჩამოშორდა დასავლეთი და სამხრეთი ნაწილები, რომლებისგანაც შეიქმნა სიდი-ბელ-აბესის პროვინცია.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1984 წლიდან, პროვინცია იყოფა 9 რაიონად. რაიონები თავის მხრივ იყოფა 25 კომუნად (ან მუნიციპალიტეტად).
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Site internet de la Direction de la planification et de l'aménagement du territoire de la wilaya d'Oran დაარქივებული 2012-01-12 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- Histoire de la wilaya d'Oran დაარქივებული 2008-04-14 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- Paysage d'Algérie - Wilaya d'Oran დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
|