უარგლის პროვინცია
იერსახე
უარგლა, ან უარქლა (არაბულად: ولاية ورقلة) — პროვინცია (ვილაიეთი) აღმოსავლეთ ალჟირში. მისი დედაქალაქია უარგლა. სხვა დიდი დასახლებებია ტემასინი, ტუგურტი და ჰასი-მესაუდი. პროვინციის ფართობია 211,980 კმ². 2008 წლის მონაცემებით, პროვინციაში ცხოვრობს 552,539 ადამიანი.
პროვინციაში მდებარეობს ისაუან ერგის უდაბნო.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია იყოფა 10 რაიონად. რაიონები თავის მხრივ იყოფა 21 კომუნად (ან მუნიციპალიტეტად).