შინაარსზე გადასვლა

დედაენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მშობლიური ენა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დედა ენა.
დედა ენის პარკი და ძეგლი თბილისში.

დედაენა, მშობლიური ენა — ენა, რომელსაც მშობლებისაგან ითვისებს ბავშვი როგორც ურთიერთობისა და აზროვნების იარაღს; სამშობლო ქვეყნის ენა. იმ ხალხის, ერის ენა, რომელსაც ადამიანი მიეკუთვნება.

ქართული ხატოვანი თქმით, დედაენა ცოდნის ზარია. ამ სახელით „დედაენა ცოდნის ზარი" თბილისში ძეგლი დაუდგეს (1983, მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტექტორი ნ. მგალობლიშვილი).