დედა ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დედაენა.
დედა ენა, 1912

დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის“ — ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისათვის, შექმნილია იაკობ გოგებაშვილის მიერ. გამოიცა 1876 წელს.

„დედა ენაში“ ორი წლის კურსის მასალაა. წერა-კითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. 1906 წლიდან „დედა ენა“ 2 წიგნად გამოდის: პირველში მოთავსებულია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში — საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის მეცნიერულ-პოპულარული სტატიები.

„დედა ენას“ საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტიკურ-მეთოდიკური პრინციპები, გამსჭვალულია ხალხურობის სულისკვეთებით. ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) იგი 33-ჯერ გამოიცა. ი. გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ „დედა ენის“ გამოეცემა მიენდო სპეციალურ კომისიას, რომელსაც ლ. ბოცვაძე ხელმძღვანელობდა. 1876-1925 წლებში „დედა ენა“ 45-ჯერ გამოიცა. ძირითადად ი. გოგებაშვილის ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდია მომარჯვებული ვ. ძიძიგურისა და ა. გვახარიას „დედა ენის“ 1935-1943 წლების გამოცემებში.

ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზეა შედგენილი და 1944 წლიდან სისტემატურად გამოდის ნ. ბოცავიძისა და ე. ბურჯანაძის „დედა ენა“ (2 წიგნად) I და II კლასელებისათვის (ამჟამად I კლასის „დედა ენა“ 2 ნწილად გამოდის). ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვითაა აგებული ვ. რამიშვილის მიერ შედგენილი მოსამზადებელი კლასის „დედა ენა“ და იმ I კლასის „დედა ენა“, რომელმაც გაიარა მოსამზადებელი კლასი (პირველად გამოიცა 1973). 1976 წელს ზეიმით აღინიშნა „დედა ენის“ 100 წლისთავი; საიუბილეოდ დაისტამბა 1876 და 1912 წლების გამოცემები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: