შინაარსზე გადასვლა

მურთაზყული-ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მურთაზყული-ხანი, კახეთის გამგებელი 1659-1664 წლებში. თავდაპირველად სპარსელებმა მას კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე ჩააბარეს. მურთაზყული-ხანი ამავე დროს იყო ყარაბაღის სახანოს ბეგლარბეგი. მას დავალებული ჰქონდა თურქმანული ტომების (რომლებიც მას ემორჩილებოდნენ) კახეთში ჩასახლება. კახეთის აჯანყების (1659) ჩაქრობის შემდეგ კი მურთაზყული-ხანს მთელი კახეთი დაუქვემდებარეს. მურთაზყული-ხანი შეეცადა სპარსელთა ძალაუფლების აღდგენას კახეთში. ფაქტობრივად მთელი კახეთის მოსახლეობა მას ოპოზიციაში ედგა და ქართლის მეფეს ვახტანგ V-ს ემორჩილებოდა. სპარსელები იძულებული გახდნენ იგი უკან გაეწვიათ, ხოლო კახეთის მეფობა ვახტანგ V-ის ძის არჩილისათვის ებოძებინათ.

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ქსე, ტ. 7, გვ. 199, თბ., 1984