მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მრავალმოთმაშიანი ვიდეო თამაში (ინგლ. Multiplayer video game) — ვიდეო თამაში, სადაც ერთი და იმავე დროს, ერთი და იმავე თამაშის გარემოში ერთზე მეტ მოთამაშეს შეუძლია თამაში. დღესდღეობით, უფრო ხშირად იქმნება ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაშები ვიდრე მრავალმოთმაშიანი, სადაც მოთამაშეს უწევს დაპროგრამებულ გამოწვევებთან ან არა-მოთამაშე პერსონაჟებთან გამკვლავება, მაშინ როდესაც მრავალმოთამაშიანი თამაშები საშუალებას იძლევა ურთიერთობის დამყარებას სხვა ინდივიდებთან - ეს შეიძლება მოხდეს მათთან პარტნიორობით ან სულაც მათთან მეტოქეობით.

დღესდღეობით ყველაზე დიდი მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში არის სამხრეთ კორეული თამაში „Lineage“, 19 მილიონი რეგისტრირებული მოთამაშით (ძირითადად აზიაში).[1]

მრავალმოთამაშიან თამაშებში მოთამაშეს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ორ ან მეტ მოთამაშეს, ითამაშოს კოოპერატივში, რათა მიაღწიოს საერთო მიზანს, ზედამხედველობა გაუწიოს სხვა მოთამაშის ქმედებებს და ა.შ. მრავალმოთამაშიანი თამაშები, როგორც წესი მოითხოვენ მოთმაშეებისაგან თამაშის ერთიანი სისტემის რესურსებისა და კომპიუტერული ქსელის გამოეყენებას, რათა ითამაშონ თამაშები ერთმანეთისგან დიდი მანძილის დაშორებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. NCsoft's Lineage II Expansion Dramatically Speeds Up Character Progression - IGN. Ca.ign.com. ციტირების თარიღი: 2013-08-28.