მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში (ინგლ. Massively multiplayer online role-playing, MMORPG) — როლური ვიდეო თამაშის (ინგლ. RPG) და მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშის (ინგლ. MMOG) ჟანრების ნაზავი. MMORPG შესაძლებელია, ასევე წარმოდგენილი იყოს ბრაუზერული ფორმით, თუმცა მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მოთამაშეების დიდ რაოდენობასთან ურთიერთქმედება, ვირტუალური სამყაროს ფარგლებში.

როგორც ყველა როლურ თამაშში, მოთამაშე საკუთარ თავზე ირგებს პერსონაჟის როლს (ძირითად ეს სიუჟეტი მიმდინარეობს ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის თამაშების სამყაროში) და იწყებს მის მართვას, მისი ქმედებებისა და შესაძლებლობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. MMORPG განსხვავდება ერთმოთამაშიანი, ან მცირე მოთამაშიანი როლური ონლაინ თამაშებისგან არა მხოლოდ მოთამაშეების რაოდენობით, არამედ მუდმივად არსებული თამაშის სამყაროთი (ძირითად დამოკიდებულია შემქმნელის შესაძლებლობებზე), სადაც თამაშის სამყაროს მიმდინარეობა არ არის დამოკიდებული ცალკეული მოთამაშის მისგან გამოსვლაზე; მაგალითისთვის, ერთმოთამაშიანი სტილის თამაშიდან მოთამაშის გამოსვლის შემთხვევაში, თამაშის მიმდინარეობა წყდება. ხოლო რაც შეეხება MMORPGის სტილის თამაშებს - როდესაც ცალკეული მოთამაშე ტოვებს თამაშს, იგი არ აისახება თამაშის მიმდინარეობასა და თამაშის სამყაროზე, ვინაიდან მასში რჩებიან სხვა მოთამაშეები და აგრძელებენ თამაშს.

MMORPG-ს თამაშობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2005 წელში MMORPG-ის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 500 მლ. აშშ დოლარს მიაღწია[1]. 2006 წელში შემოსავალი ერთ მილიარდამდე გაიზარდა[2], ხოლოო 2008 წელში $1.4 მილიარდს გადაახტა[3]. 2014 წლის მონაცემებით, პოპულარული MMORPG ჟანრის თამაშს „World of Warcraft“ 10 მილიონი ადამიანი თამაშობდა მსოფლიოს მასშტაბით[4] და აღნიშნულ წელს, მისმა შემოსავალმა $1.04 მილიარდს მიაღწია.[5]Star Wars: The Old Republic“ გამოცხადებულია, როგორც ყველაზე სწრაფად განვითარებადი MMORPG ისტორიაში. მიზეზი იყო ის, რომ სამი დღის განმავლობაში მან 1 მილიონზე მეტი ადამიანის ყურადღება მიიქცია[6][7].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Parks Associates. (2005)Online Gaming Revenues to Triple by 2009. წაკითხვის თარიღი: 2007-05-02.
  2. Harding-Rolls, Piers (2006). Western World MMOG Market: 2006 Review and Forecasts to 2011 (PDF), London, UK: Screen Digest. წაკითხვის თარიღი: 2007-05-17. 
  3. Harding-Rolls, Piers (2009). Subscription MMOGs: Life Beyond World of Warcraft (PDF), London, UK: Screen Digest. წაკითხვის თარიღი: 2009-03-30. 
  4. Reilly, Luke. (2014-11-19) World of Warcraft Subscriptions Back Over 10 Million. IGN. წაკითხვის თარიღი: 2015-02-09.
  5. Tassi, Paul. 'World of Warcraft' Still A $1B Powerhouse. Forbes. წაკითხვის თარიღი: 6 March 2015.
  6. Star Wars: The Old Republic Jumps to Light Speed (NASDAQ:EA). Investor.ea.com (2011-12-23). წაკითხვის თარიღი: 2012-04-11.
  7. Rundle, Michael. (2011-12-27) Star Wars: The Old Republic Is 'Fastest-Growing MMO Ever' With 1m Users. Huffington Post.