მოსკოვის სამების ტაძარი (ჩერკასკის თავშესაფარი)
მოსკოვის სამების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°46′53″ ჩ. გ. 37°34′39″ ა. გ. / 55.78139° ჩ. გ. 37.57750° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოლქის ტერიტორიაზე. მისამართი: ლენინგრადის პროსპექტი სახლი 16.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1856 წელს თავადმა ნადეჟდა ალექსის ასულმა ჩერკასკაიამ შეიძინა არქიტექტორ იოსიპ ბოვეს საოჯახო აგარაკი. მან აქ ააშენა თავშესაფარი მოხუცი ქალბატონებისათვის. 1857 წელს მან გადაწყვიტა თავშესაფარში აეშენებინა კარის ეკლესია სამების სახელზე და უკვე 1858 წელს იგი აკურთხეს. ეკლესიაში დაკრძალულია ჩერკასკების რამდენიმე წარმომადგენელი[1].
1886 წელს არქიტექტორმა ნიკოლაი ვოსკრესენსკიმ შეიმუშავა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ეგვტერის პროექტი. ეგვტერის კურთხევა შედგა 1888 წლის 15 ოქტომბერს. XX საუკუნის დასაწყისიდან ეკლესია თვითმმართველია[1].
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ყველა კარის ეკლესია დახურა, მაგრამ სამების ეკლესიაში ღვთისმსახურება მცირე ხნით კვლავ მიმდინარეობდა. ტაძრის დახურვის თავიდან ასაცილებლად მრევლი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იგი არ იყო კარის ეკლესია. თავშესაფრის მაცხოვრებლებმა შესაბამის ორგანოებს დაუგზავნეს წერილი თხოვნით, რომ ტაძარი არ დაეხურათ. მიუხედავად ამისა, 1921 წლის 18 ოქტომბერს ეკლესია დალუქეს. მოხუცთა თავშესაფრის შენობაში განათავსეს სამედიცინო დაწესებულება. მოანგრიეს გუმბათი, გადააკეთეს ფანჯრები. შემონახულია XX საუკუნის დასაწყისის მხატვრობის კვალი[1].
2000-იან წლებში ტაძრის შენობა, რომელშიც განთავსებული იყო ბავშვთა პოლიკლინიკა, გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, 2003 წელს აღსდგა ღვთისმსახურება[2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Л. Р. Вайнтрауб, М. Б. Карпова, В. В. Скопин. Храмы северного округа. — М.: Старая Басманная, 1997. — С. 18—23. — ISBN 5-8468-0052-1.
- ↑ Храм Живоначальной Троицы. vsehblago.ru. ციტირების თარიღი: 2012-05-08.[მკვდარი ბმული]