მოსკოვის სამების ტაძარი (ჩერკასკის თავშესაფარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოსკოვის სამების ტაძარი
Церковь Троицы при бывшей Черкасской богадельне.jpg
მოსკოვის სამების ტაძარი (ჩერკასკის თავშესაფარი) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′53″ ჩ. გ. 37°34′39″ ა. გ. / 55.78139° ჩ. გ. 37.57750° ა. გ. / 55.78139; 37.57750
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7730293001
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოლქის ტერიტორიაზე. მისამართი: ლენინგრადის პროსპექტი სახლი 16.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1856 წელს თავადმა ნადეჟდა ალექსის ასულმა ჩერკასკაიამ შეიძინა არქიტექტორ იოსიპ ბოვეს საოჯახო აგარაკი. მან აქ ააშენა თავშესაფარი მოხუცი ქალბატონებისათვის. 1857 წელს მან გადაწყვიტა თავშესაფარში აეშენებინა კარის ეკლესია სამების სახელზე და უკვე 1858 წელს იგი აკურთხეს. ეკლესიაში დაკრძალულია ჩერკასკების რამდენიმე წარმომადგენელი[1].

1886 წელს არქიტექტორმა ნიკოლაი ვოსკრესენსკიმ შეიმუშავა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ეგვტერის პროექტი. ეგვტერის კურთხევა შედგა 1888 წლის 15 ოქტომბერს. XX საუკუნის დასაწყისიდან ეკლესია თვითმმართველია[1].

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ყველა კარის ეკლესია დახურა, მაგრამ სამების ეკლესიაში ღვთისმსახურება მცირე ხნით კვლავ მიმდინარეობდა. ტაძრის დახურვის თავიდან ასაცილებლად მრევლი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იგი არ იყო კარის ეკლესია. თავშესაფრის მაცხოვრებლებმა შესაბამის ორგანოებს დაუგზავნეს წერილი თხოვნით, რომ ტაძარი არ დაეხურათ. მიუხედავად ამისა, 1921 წლის 18 ოქტომბერს ეკლესია დალუქეს. მოხუცთა თავშესაფრის შენობაში განათავსეს სამედიცინო დაწესებულება. მოანგრიეს გუმბათი, გადააკეთეს ფანჯრები. შემონახულია XX საუკუნის დასაწყისის მხატვრობის კვალი[1].

2000-იან წლებში ტაძრის შენობა, რომელშიც განთავსებული იყო ბავშვთა პოლიკლინიკა, გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, 2003 წელს აღსდგა ღვთისმსახურება[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Л. Р. Вайнтрауб, М. Б. Карпова, В. В. Скопин. Храмы северного округа. — М.: Старая Басманная, 1997. — С. 18—23. — ISBN 5-8468-0052-1.
  2. Храм Живоначальной Троицы. vsehblago.ru. წაკითხვის თარიღი: 2012-05-08.