მოსიმბოა-და-პრაია
იერსახე
მოსიმბოა-და-პრაია Mocímboa da Praia | |
ქვეყანა | მოზამბიკი |
---|---|
რეგიონი | კაბუ-დელგადუს პროვინცია |
კოორდინატები | 11°21′00″ ს. გ. 40°20′00″ ა. გ. / 11.35000° ს. გ. 40.33333° ა. გ. |
მოსახლეობა | 29 761 კაცი (2008) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
მოსიმბოა-და-პრაია — პორტი ჩრდილოეთ მოზამბიკში, მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, კაბუ-დელგადუს პროვინციაში. იგი წარმოადგენს სასაზღვრო პუნქტს ტანზანიასთან და მიეკუთვნება მოსიმბოა-და-პრაიას რაიონს.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობა თევზჭერასა და ხე-ტყის დამზადებას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ცნობილი იყო კოლონიურ პერიოდში მისი პორტით, რომელიც ემსახურებოდა საექსპორტო ბაზარს და ასევე იმით, რომ მისი საშუალებით ადვილი იყო ტანზანიასთან და ჩრდილოეთთან დაკავშირება. პორტუგალიელების არმიას აქ ეყენა თავისი ბაზა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის განმავლობაში. სამოქალაქო ომის დროს იგი წარმოადგენდა ცენტრს დევნილებისა და თავდაცვისათვის. ბევრი ადამიანი აქ 1992 წელს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ხელახლა დასახლდა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | მოსახლეობა[1] |
---|---|
2008 | 29 761 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mozambique: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2008-06-18.