მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1926

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღწერის პლაკატი

მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1926საბჭოთა კავშირის მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა, ჩატარებული 1926 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წლის მოსახლეობის საკავშირო აღწერა ჩატარდა 17 დეკემბერს. ეს იყო პირველი საკავშირო აღწერა, რომელმაც მოიცვა ქვეყნის ყველა დასახლებული პუნქტი. აღწერა წარმოებდა გამოკითხვის მეთოდით.

აღწერას ხელმძღვანელობდნენ ვ. მიხაილოვსკი და ო. კვიტკინი. აღწერის შედეგების დამუშავება დასრულდა 1932 წლის 1 სექტემბერს.

აღწერის ძირითადი ფორმები იყო: პირადი ფურცელი, ოჯახის ბარათი (მხოლოდ ქალაქის მოსახლეობისათვის), საკუთრების უწყისი. აღწერის პროგრამა შედგებოდა 14 პუნქტისა და ქვეპუნქტებისაგან: სქესი, ასაკი, ნაციონალობა, მშობლიური ენა, დაბადების ადგილი, აღწერის ადგილას ცხოვრების პერიოდი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, ფიზიკური მდგომარეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, საქმიანობის სფერო, უმუშევრობის ხანგრძლივობა, შემოსავლის წყარო. ამის გარდა საოჯახო ბარათში ინიშნებოდა ოჯახის შემადგენლობა, ცოლ-ქმრული კავშირის ხანგრძლივობა და ცხოვრების პირობები.

აღწერა დაიწყო 17 დეკემბერს და მიმდინარეობდა 2 კვირა სოფლებში და ერთი კვირა ქალაქებში. წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა 1927-1929 წლებში, ხოლო საბოლოო მონაცემები კი 56 ტომად 1928-1933 წლებში გამოცა.

წინასწარი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინასწარი მონაცემებით საქართველოს სსრ-ს მოსახლეობა შეადგენდა 2,617,492 კაცს (ფშავ-ხევსურეთის და როკის გარდა)[1], აქედან კი აფხაზეთის — 198.596 კაცს[2], აქედან:

ქალაქი, მაზრა კაცი ქალი სულ
ქ. სოხუმი 9,867 10,165 20,032
ქ. ოჩამჩირე 1,714 1,576 3,290
ქ. გუდაუთა 1,820 1,790 3,610
ქ. გაგრა 1,948 1,711 3,659
სულ 15,349 15,242 30,591
გაგრის მაზრა 3,436 2,866 6,302
გუდაუთის მაზრა 14,167 12,974 27,141
სოხუმის მაზრა 28,533 26,748 55,281
კოდორის მაზრა 14,800 14,325 29,125
გალის მაზრა 25,450 24,706 50,156
სულ 86,386 81,619 168,005
სულ 101,735 96,861 198,596

საბოლოო შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. газ. «Советская Абхазия», №9 (1576), 13 январь, 1927
  2. газ. «Советская Абхазия», №7 (1574), 11 январь, 1927