საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024
| საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 | |
|---|---|
|
საქსტატის ლოგო | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| აღწერის თარიღი | 14 ნოემბერი - 19 დეკემბერი, 2024 |
| ლოგო | |
![]() | |
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 — ღონისძიება, რომელიც 2024 წლის 14 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.[1] მისი მიზანია საყოველთაო დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური მონაცემების მიღება. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. აღწერის ორგანიზატორი იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) აღწერა განხორციელდა თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდით (CAPI). მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა დეკემბრის თვის განმავლობაშიც.
იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება - მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოში მოსახლეობის აღწერა 2024 წლის ბოლოს ჩატარდება. ციტირების თარიღი: 2022-06-06.
| ||||||||||||||
