მონტესუმა I
იერსახე
მონტესუმა I იგივე მონტეკუჰსომა ილჰუიკამინა (ესპ. Montecuhzoma Ilhuicamina; ნაუატ. „ის ვინც თავისი მრისხანებით მბრძანებლობს და ცაში ისვრის“; დ. 1390, ტენოჩტიტლანი, მექსიკა — გ. 1469, იქვე) — აცტეკთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტლატოანი 1440-1469 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი იცკოატლის ძმისშვილი და ჩიმალპოპოკას და ტლაკაელელის ძმა იყო. მისი თაოსნობით შეიკრა სამხედრო ალიანსი ტლაკოპანთან სა ტეხკოკოსთან, რის შედეგადაც აცტეკებმა დიდი ტერიტორია დაიპყრეს. მათი სახელმწიფოს საზღვარმა პირველად მექსიკის ყურეს მიაღწია. მონტესუმამ მოახერხა ჩალკოს, ჰუასტეკებისა და ტოტონაკების დამორჩილება.
მისი მმართველობის დროს აცტეკებში დაინერგა ყვავილების ომის ტრადიცია და აშენდა ორმაგი აკვედუკი ჩაპულტეპეკიდან ტენოჩტიტლანისაკენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 105.