მონეგასკური დიალექტი
იერსახე
მონეგასკური დიალექტი Munegascu | |
გავრცელებულია | მონაკო |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 5100 (1998 წ. მონაცემი) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები |
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
ენის კოდები | - |
მონეგასკური (Munegascu) — თანამედროვე ლიგურიული ენის დიალექტი, რომელზე საუბრობენ მონაკოში.
ენათა ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც დასავლეთ-რომანული ენების წარმოამდგენელს, მონეგასკურს ბევრი საერთო აქვს გენუაში გავრცელებულ სასაუბრო ლიგურიულთან, თუმცა განსხვავდება მისი მეზობელი ინტემელიოს და მონტონასკის დიალექტებისგან. მონეგასკურმა განიცადა ნიზარდის და ოქსიტანურის გავლენა, რომლებიც ასევე გამოიყენება მონაკოში სასაუბროდ.
მონეგასკური სხვა ლიგურიულ დიალექტებთან ერთად სავარაუდოდ შუა საუკუნეებში ჩრდილოეთ იტალიური ენებიდან წარმოიშვა და მის გრამატიკას აქვს როგორც ფრანგულის ასევე სხვა დაკავშირებული გალურ-იტალიური ენების გავლენა. 1860 წელს, საფრანგეთის მიერ ნიცის საგრაფოს ანექსიამდე ნიცაშიც გამოიყენებოდა მონეგასკურის მსგავსი დიალექტი.[1]