შინაარსზე გადასვლა

მოლოტოვის ხაზი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოლოტოვის ხაზი და მისი გამაგრებული რაიონები, რუკაზე, სადაც ნაჩვენებია საზღვრები 1939-1941 წლებში.

მოლოტოვის ხაზი (რუს. Линия Молотова) იყო 1940-1941 წლებში აგებული საზღვრისპირა გამაგრებული ტერიტორიები. 1940 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნების, აღმოსავლეთ პოლონეთისა და ბესარაბიის დაპყრობამ გამოიწვია სსრკ-ს საზღვრების ცვლილებები, რის შედეგად გადაწყდა ამ ხაზით აგება.

ხაზი გადაჭიმული იყო ბალტიის ზღვიდან კარპატების მთებამდე. საბჭოთა კავშირის უფრო ფართო დასავლური სასაზღვრო თავდაცვის სისტემა, რომელიც გადაჭიმული იყო არქტიკული ოკეანედან შავ ზღვამდე, შედგებოდა ცამეტი გამაგრებული უბნისგან, რომელთა უმეტესობა მოიცავდა საზღვრის დაახლოებით 100 კმ-ს.

ტყვიამფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და არტილერია განთავსებული იყო ბეტონის მრავალრიცხოვან ბუნკერებში. ურთიერთდახმარების მიზნით, ბუნკერები აშენდა ჯგუფებად, თითოეული ჯგუფი მოქმედებდა როგორც თავდაცვითი კვანძი. თითოეული რეგიონი მუდმივად დაკომპლექტებული იყო კონკრეტული სამხედრო ძალით.

როდესაც 1941 წლის 22 ივნისს ღერძის ძალებმა დაიწყეს ოპერაცია ბარბაროსა, ხაზის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო. შედეგად საბჭოელებმა შესაფერისი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს დამპყრობელ ჯარისკაცებს. ვერმახტის წინსვლის დროებით შეჩერება შეძლეს ხაზის მხოლოდ ოთხმა ნაწილმა, სამხრეთ ნაწილებმა. ამ ნაწილში ხაზის მშენებლობა მხოლოდ ნაწილობრივ იყო დასრულებული. ბრესტის ციხესიმაგრემ გაცილებით დიდხანს გაუძლო ვერმახტის ძალებს, მიუხედავად იმისა რომ იგი შედარებით ძველი ნაგებობა იყო და არ შედიოდა მოლოტოვის ხაზში

დღეს ლიტვაში, პოლონეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში არის ამ სიმაგრეების რამდენიმე კარგად შემონახული ნაშთები. იმის გამო, თუ რამდენად განსხვავდება დღევანდელი საზღვრები 1941 წლის საზღვრებისგან, ხაზის ზოგიერთი მონაკვეთი ხელმისაწვდომია, რადგან ისინი არ მდებარეობს სასაზღვრო ზონებში. თუმცა, სხვა ტერიტორიებზე წვდომა, რომლებიც მდებარეობს უშუალოდ პოლონეთ-უკრაინის, პოლონეთ-ბელორუსიის და ლიტვა-რუსეთის საზღვრების გასწვრივ, შეიძლება კვლავ შეზღუდული იყოს საზღვრის უსაფრთხოების მიზნით.

ლიტვაში ხაზი შედგებოდა ოთხი დაცული ტერიტორიისგან:

  • 1. ტელშიაის გამაგრებული რეგიონი (ხაზი პალანგადან ჯუდრენაიმდე, 75 კილომეტრი, წინააღმდეგობის 8 ცენტრი, აშენდა 23 ბუნკერი და 366 მშენებარე).
  • 2. შიაულიაის გამაგრებული რეგიონი (ხაზი პაჯურიდან ჯურბარკასამდე, 90 კილომეტრი, წინააღმდეგობის 6 ცენტრი, აშენდა 27 ბუნკერი და 403 მშენებარე).
  • 3. კაუნასის გამაგრებული რეგიონი (ხაზი ჯურბარკასიდან კალვარიამდე, 105 კილომეტრი, წინააღმდეგობის 10 ცენტრი, აშენდა 31 ბუნკერი და 599 მშენებარე).
  • 4. ალიტუსის გამაგრებული რეგიონი (ხაზი კალვარიიდან ლიტვის სსრ საზღვრამდე, 57 კილომეტრი, წინააღმდეგობის 5 ცენტრი, აშენდა 20 ბუნკერი და 273 მშენებარე).

ლიტვაში სულ 101 ბუნკერი აშენდა, თუმცა ბევრი მათგანი არ დასრულებულა. ბუნკერები წარმოუდგენლად სუსტები იყვნენ და მათი სწრაფად განადგურება შეიძლებოდა ყუმბარების სროლით ან ბენზინის დაწვით მთლიანად დაუცველ პერისკოპის შახტებში.

უფრო სამხრეთით, შემდეგი რეგიონები დღეს გვხვდება პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვართან ბელორუსიასა და უკრაინასთან:

  • 5. გროდნოს გამაგრებული რეგიონი – 80 კმ, წინააღმდეგობის 9 ცენტრი, 42/98/606 ბუნკერი მოქმედი/აშენებული/მშენებარე 1941 წლის 22 ივნისს (ბელორუსიასა და პოლონეთში)
  • 6. ოსოვეკის გამაგრებული რეგიონი – 60 კმ, წინააღმდეგობის 8 ცენტრი, 35/59/594 (პოლონეთში)
  • 7. ზამბროვის გამაგრებული რეგიონი – 70 კმ, წინააღმდეგობის 10 ცენტრი, 30/53/550 (პოლონეთში)
  • 8. ბრესტის გამაგრებული რეგიონი – 120 კმ, წინააღმდეგობის 10 ცენტრი, 49/128/380 (პოლონეთსა და ბელორუსიაში)
  • 9. კოველის გამაგრებული რეგიონი – 80 კმ, წინააღმდეგობის 9 ცენტრი, მშენებარე 138 ბუნკერი (უკრაინაში)
  • 10. ვოლოდიმრის გამაგრებული რეგიონი - 60 კმ, წინააღმდეგობის 7 ცენტრი, 97/97/141 (უკრაინაში)
  • 11. კამიანკა-ბუზკას (Kamionka Strumiłowa) გამაგრებული რეგიონი – 45 კმ, წინააღმდეგობის 5 ცენტრი, 84/84/180 (უკრაინაში)
  • 12. რავა რუსკას გამაგრებული რეგიონი – 90 კმ, წინააღმდეგობის 13 ცენტრი, 95/95/306 (პოლონეთსა და უკრაინაში)
  • 13. პჟემიშლის გამაგრებული რეგიონი – 120 კმ, აშენდა 9 წინააღმდეგობის ცენტრი, 99/99/186 140-ზე მეტი ბუნკერი (პოლონეთსა და უკრაინაში)

სახელი მოლოტოვის ხაზი არაფორმალურია, რომელმაც სულ ახლახან მოიპოვა პოპულარობა. ვიქტორ სუვოროვმა ეს ტერმინი განსაკუთრებით გაავრცელა თავისი წიგნის „ყინულისმტეხი“ საშუალებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლოტოვის ხაზის ბუნკერები Google Street View-ში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოლოტოვის_ხაზი“-დან