მოამბე (გაზეთი)
იერსახე
„მოამბე“ — ყოველდღიური გაზეთი, გამოდიოდა 1884 წელს. გამოცემის რედაქტორი იყო ნ.დ. ქანანოვი. გაზეთში იბეჭდებოდა ქართველი მწერლების შემოქმედება, შინაური ამბების და ჟურნალ-გაზეთების მიმოხილვა. გაზეთი ოთხგვერდიანი იყო. ჩვენამდე მოღწეული არის მხოლოდ ერთი ნომერი – №1 (26 ივლისი, 1884).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია : 1819–1845 / შემდგ. გ. ი. ბაქრაძე, რედ. ვ. ი. ეგნატაშვილი, თბ., 1947. — გვ. 10.