მისტერ ბინი (ეპიზოდების სია)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მისტერ ბინი (ეპიზოდების სია)}} |
ქვემოთ წარმოდგენილია სატელევიზიო კომედიური სერიალის მისტერ ბინი ეპიზოდების სია და მათი აღწერა.
მისტერ ბინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სცენა 1: მისტერ ბინი ზის თავისი მინი კუპერის საჭესთან და მიდის მათემატიკის გამოცდაზე. იქ მისული, ის ამაყად აცხადებს, რომ ტრიგონომეტრიას დაუთმო დიდი ყურადღება, თუმცა აღმოაჩენს, რომ გამოცდაზე უპირატესობა ალგებრას ენიჭება. იგი ემზადება გამოცდისათვის - ჯიბიდან იღებს საწერი კალმებისა და სათამაშოების დიდ რაოდენობას. გამოცდა იწყება. მთელი გამოყოფილი დროის მანძილზე ბინი ცდილობს, გვერდით მჯდარი მამაკაცისგან გადაწეროს დავალება, მაგრამ მუდმივად პრობლემები ექმნება. გამოცდის თითქმის დასასრულს ის აღმოაჩენს, რომ მის საგამოცდო დავალებებს შორის ტრიგონომეტრიის ფურცელიც იდო და დროის ამოწურვამდე ცდილობს, მოასწროს მისი შევსებაც.
სცენა 2: მისტერ ბინი ჩადის ზღვის ნაპირზე, სადაც ცდილობს წყალში ჩასვლას, მაგრამ ერიდება გვერდით, შეზლონგზე მჯდომი მამაკაცის. მას შემდეგ, რაც იგი საბოლოოდ ემზადება საბანაოდ, აღმოჩნდება, რომ მამაკაცი ბრმა არის.
სცენა 3: მისტერ ბინი მიდის ეკლესიაში. იქ იგი ესწრება მესას, მაგრამ მუდმივად ეძინება და მხოლოდ მექანიკურად მღერის ’ალილუიას’. უკანა გზაზე იგი თავის მანქანას ამსხვრევს.
- ფაქტები
- ეს სერია საცდელი იყო და უბრალოდ ’მისტერ ბინი’ ეწოდება. იგი იწყება არა ტრადიციული გუნდის გალობით, როგორც ეს სხვა სერიებში ხდება. წარწერა ჩნდება ეკრანზე დასაწყისში, როდესაც ბინი კოლეჯში მიდის და ბოლოს, როდესაც იგი ავარიაში მოხვდება. თავდაპირველად მისი მანქანა ნარინჯისფერი იყო და არა მწვანე, როგორიც სხვა სერიებშია.
- ეკლესიის ორღანისტის როლში არის კომპოზიტორი ჰოვარდ გუდელი.
- მღვდლის ხმა ეკლესიაში თავად როუენ ატკინსონს ეკუთვნის, მაგრამ უბრალოდ პირობითად, სხვადასხვა ბგერის ნაკრებია.
- ეპიზოდის სამივე სცენაში ბინი ეჯახება სამეფო სუპერფურგონ III-ს.
- ეკლესიის ეპიზოდი მოფიქრებული იქნა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, როდესაც როუენ ატკინსონი მონო-სკეტჩებით გამოდიოდა. მისტერ სპრაუტის როლს (მამაკაცი, რომელიც ბინის გვერდით ეკლესიაში ზის) თამაშობდა ანგუს დეიტონი.
მისტერ ბინის დაბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სცენა 1: გასეირნებისას მისტერ ბინი შეამჩნევს ქუჩის მუსიკოსს, რომელიც საქსოფონზე უკრავს. მას სურს, მცირე ფული დაუგდოს, მაგრამ ვერ პოულობს ჯიბეში მონეტებს. ამიტომ დგება გვერდით და სულელურად ცეკვავს. გამვლელი ქალი მას ასაჩუქრებს მონეტით, რომელსაც იგი საბოლოოდ მუსიკოსს უგდებს.
სცენა 2: სუპერმარკეტში ბინს სურს თავისი საკრედიტო ბარათის დახარჯვა. ამა თუ იმ სექციაში მას ნივთის შეძენის პრობლემა აქვს, ვინაიდან არ იცის, რომელი უფრო იდეალური არჩევანი იქნება. ამის გამო ამავე ნივთებს იგი ადგილზე სინჯავს - მაგალითად, კბილის ჯაგრისით იგი კბილებს იხეხავს, კარტოფილს სპეციალური დანით თლის, თან მოტანილ თევზს ტაფას მოაზომებს და ა.შ. სალაროსთან მას საკუთარი ბარათი აერევა სხვა მყიდველის ბარათთან. უფრო მეტიც - იგი ცდილობს კუთვნილი ნივთის ამ პიროვნების ჯიბიდან ამოღებას, მაგრამ ხელი ჯიბეში რჩება. ბინი იძულებულია, გაჰყვეს მას ტუალეტშიც კი. იქ მამაკაცი მას შეამჩნევს და შეშინებული გარბის.
სცენა 3: ბინი თავის დაბადების დღეს რესტორანში აღნიშნავს. იგი უკვეთავს სტეიკ ტარტარს, რომელიც, მისი ვარაუდით, უნდა მოეწონოს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ეს არის უმი ფარშისგან დამზადებული სტეიკი. ბინს არ მოსწონს ეს კერძი და ცდილობს მის გადაყრას. ნაწილს იგი გვერდით მჯდომი ქალბატონის ჩანთაში ყრის, ნაწილს - ადგილობრივი მევიოლინის შარვალში, სხვა ნაწილს მალავს თეფშის ქვეშ. ამ დროს ჩამოივლის ოფიციანტი, რომელსაც ფეხი უსხლტის და ყველაფერი ეყრება მაგიდაზე. ამიტომ ბინს, კომპენსაციის სახით, სხვა მაგიდას შესთავაზებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, კვლავ უმ სტეიკს მოართმევენ.
სცენა 4: მისტერ ბინი კინოთეატრის Odeon პერსონალის თანამშრომელია და ემზადება დედოფალ ელისაბედ II-ს დასახვედრად. მაგრამ ამასობაში იგი აღმოაჩენს, რომ წესრიგში არ არის - აქვს გრძელი ფრჩხილები, კბილები გაუხეხავი აქვს, პირში უსიამოვნო სურნელი აქვს, ფეცსაცმელი არ აქვს გაწმენდილი, სმოკინგის ჯიბეში არ უდევს ცხვირსახოცი. ამიტომ იგი ცდილობს ყველა შეცდომის გამოსწორებას და ამასთან, წინასწარ ემზადება შესახვედრად და განასახიერებს, თითქოს ესაუბრება დედოფალს, თავის დაკვრით. მაგრამ ბოლოს, როდესაც დედოფალი მის წინ ჩერდება, იგი ზედმეტად ექსპრესიულად აქნევს თავს და თავის შუბლს დედოფლისას ურტყამს. დედოფალი გონებას კარგავს, შეშინებული ბინი კი იმალება.
- ფაქტები
- ეს არის სერიალის პირველი ეპიზოდი, რომლის შესავალში მისტერ ბინი ეცემა ძირს გუნდის გალობის ფონზე.
- მსახიობი მატილდა ზიგლერი, რომელიც ამ სერიაში კინოთეატრის მსახიობს თამაშობს, შემდეგ სერიებში ბინის მეგობარი ქალის, ირმა გობის როლში ჩნდება.
- მეოთხე ეპიზოდში კადრის მიღმა ჟღერს ჟურნალისტის ხმა - ეს თავად როუენ ატკინსონის ხმაა.
მისტერ ბინის წყევლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისტერ ბინი ქალაქში გადის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისტერ ბინის უსიამოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისტერ ბინი კვლავ მოგზაურობს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბედნიერი შობა, მისტერ ბინ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისტერ ბინი 426-ე ოთახში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ეპიზოდში მისტერ ბინი თავისი მინი კუპერით მიდის სასუმროში. როდესაც იგი მივა სასტუმროს ნომრის დასაჯავშნად, მასთან ერთად მოვა ერთი კაცი და მისტერ ბინი კი როგორც ყოველთვის თავისებურად ეხუმრება. მას ყველაფერს ასწრებს. მისტერ ბინმა დაჯავშნა სასტუმროს 426-ე ოთახი მის მეზობლად კი ის ბიჭი იყო რომელიც ბინის დასაჯავშნად მისტერ ბინთან ერთად მოვიდა.როდესაც ბინი სასტუმროს ნომერში შევიდა მან აღმოაჩინა რომ მას არ ჰქონდა ვანა-ტუალეტი და ამ დროს გაიგო წყლის ხმა გვერდითა სასტუმროს ოთახიდან. ეს იმ ბიჭის ოთახი იყო. მისტერ ბინმა თავისებურად იმოქმედა.როდესაც ის ბიჭი წავიდა მისტერ ბინმა ამოჭრა კედელი, გავიდა მის სასტუმრო ოთახში, ჩაკეტა კარები და იქ დაიწყო ბანაობა. ამ დროს დაბრუნდა ის ბიჭი, თურმე საათი დარჩენია აბაზანაში. მან ნახა რომ აბაზანა ჩაკეტილი იყო და დაუძახა სასტუმროს უფროსს. როდესაც უფროსი მოვიდა კარგად ნახა კარები და დარწმუნდა რომ მართლაც ჩაკეტილი იყო და აბაზანის საკეტის გასაღების ამოსატანად წავიდა. ამ დროს მისტერ ბინმა უკვე იბანავა და თავის სასტუმრო ოთახში გავიდა.უკვე სადილის დრო დადგა და მისტერ ბინი გაეშურა სასადილოსაკენ. ლიფტი არ მუშაობდა ამიტომ ფეხით ჩასვლა მოუწია, მაგრამ კიბეზე მოხუცი ქალი ჩადიოდა ძალიან ნელა თან ისე რომ, ვერავინ ვერ გაივლიდა, ამიტომ მან შემოუარა სასტუმროს და უფრო მოკლეზე დაიწყო ჩასვლა მაგრამ თურმე ის მოხუცი უკვე იმ კიბეემდე ჩასულა.მისტერ ბინი გადაძვრა მოაჯირზე და იმ მოხუცს გადაასწრო,მაგრამ როდესაც იგი ისევ კიბეზე ახტამის წინ კიდევ ერთი მოხუცი კაცი იყო, ამიტომ მოუწია ასე ნელ-ნელა ჩასულიყო. როდესაც იგი ჩავიდა სასადილოში იმ ბიჭის უკან დადგა და რამდენ რაღაცასაც აიღებდა ის ბიჭი ესეც იმას იღებდა მაგრამ გაცილებით მეტს რომ ეჩვენებინა იმ ბიჭისთვის რომ მაგარი იყო.მათ დაიწყეს ჭამა მისტერ ბინმა ყველაფერი უცბად შეჭამა და აღმოჩნდა რომ ლოკოკინები რომელიც მისტერ ბინმა შეჭამა გაფუჭებული იყო, ამიტომ მისტერ ბინი საშინლად მოიწამლა. ღამით როდესაც თავის საწოლში იწვა ძალიან დასცხა და სულ მთლად გაიხადა. ამ დროს მეზობელი ოთახიდან გამოვიდა მუსიკის ხმა. მისტერ ბინი გავიდა და დაუკაკუნა იმათ ვისაც მუსიკა ჩარული ჰქონდა და გამოართვევინა.ამ დროს როდესაც იგი უკან სახლში ბრუნდებოდა მას შემთხვევით კარები მოეხურა და ჩაიკეტა. მხოლოდ გასაღებს შეეძლო გახსნა და როდესაც მიხვდა რომ მისტერ ბინი სულ მთლად შიშველი იყო და გასაღები ოთახში ჰქონდა დაიბნა.მან მოახერხა ძლივს-ძლივობით პირველს სართულზე ჩასვლა და ისე მოქმედებდა რომ შიშველი არავის დაენახა.ამ დროს ჩამოვიდა რომელიღაცა პოპულარული ადამიანი და მისტერ ბინი ამ ადამიანის ტანსაცმლის ჩემოდანში შევიდა, მსახურმა კი ეს ჩემოდაი ჩაკეტა, შემდეგ როგორღაც გამოაღწია მან იქიდან და იმ პოპულარული ქალის ტანსაცმელი ჩაიცვა და საყურეც გაიკეთა და როდესაც მივიდა სასტუმროს უფროსთან თავისი ოთახის მეორე გასაღების სათხოვნელად, ამ დროს გამოჩნდა ის ქალი და რომ მიუახლოვდა მისტერ ბინს უთხრა ჩემი ტანსაცმელი რატომ გაცვია და საყურე რატომ გიკეთიაო და იმ ქალმა მისტერ ბინს საყურე ჩამოაგლიჯა