შინაარსზე გადასვლა

მილცინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილცინის სახლი
რუს. Доходный дом Мыльцына
კოორდინატები 47°13′03″N 39°42′54″E / 47.217482° ჩ. გ. 39.715067° ა. გ. / 47.217482; 39.715067
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია
დასრულების თარიღი XIX საუკუნის დასასრული
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100000345

მილცინის სახლი (რუს. Доходный дом Мыльцына) — XIX საუკუნის სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლი[1] და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, რომელიც მდებარეობს დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

სახლის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, დონის როსტოვი, თავდაცვის ქუჩა 48/18[2].

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანეს მის მფლობელის თევდორე ივანეს ძე მილცინის სახელით. მილცინი დაკავებული იყო ხორბლის ვაჭრობით და საბანკო საქმით. 30 წლის განმავლობაში თევდორე მილცინი მუშაობდა ქალაქის საზოგადოებრივ ბანკში, სადაც დროის დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა დირექტორის თანამდებობაზე. ჰქონდა დონის როსტოვის საპატიო მოქალაქის წოდება და დაკავებული იყო ქველმოქმედებით. 1913 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თევდორე მილცინი, როგორც ბანკიის დირექტორი ჩართული იყო დიდი რაოდენობის თანხის გაფლანგვაში[3].

მისი სახლი - არქიტექტურის ძეგლი, აგებულია XIX საუკუნის დასასრულს[2]. მილცინის სახლს ქალაქის ისტორიული ნაწილის ცენტრს უწოდებენ, რომელიც გავლენას ახდენს მიმდებარე შენობის ფორმირებაზე[1]. შენობას ჰყავს ადგილობრივი კატეგორიის დაცვა[2].

2001 წლის 9 იანვრის № 2 დადგენილების მიხედვით დაადგინეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ზონის საზღვრები[4].

დონის როსტოვის მიწის ქონების დეპარტამენტმა 2010 წლის 12 მარტს მიიღო განკარგულება № 834, რომელიც ეხებოდა მილცინის შემოსავლების სახლის მუნიციპალიზაციას[5].

სარდაფის რეკონსტრუქციის პერიოდში მილცინის სახლის საძირკველში აღმოაჩინეს მრავალსართულიანი სარდაფები, რომლებიც გაყვანილი იყო მიწაში. სავარაუდოდ იგი უნდა ყოფილიყო დონის როსტოვის მიწისქვეშა გაყვანილობების ნაწილი[6].

შენობის არქიტექტურული სტილი ამახასიათებელია ცალკე მდგომი სახლებისათვის, რომლებიც შენდებოდა 1917 წლის რევოლუციამდე დონის როსტოვში. პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო სათავსოები, სახლი გაფორმებულია ნეოკლასიკური მიმართულების ეკლექტიკის ელემენტებით[5].

  1. 1.0 1.1 Ростов-на-Дону. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-19. ციტირების თარიღი: 2017-11-08.
  2. 2.0 2.1 2.2 Доходный дом Ф. И. Мыльцына. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-19. ციტირების თარიღი: 2017-11-08.
  3. Известная кондитерская на месте забытого завода. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-19. ციტირების თარიღი: 2017-11-08.
  4. Постановление от 09 января 2001 года № 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-19. ციტირების თარიღი: 2017-11-08.
  5. 5.0 5.1 Вторая «ошибка» к ряду?…или планомерное уничтожение памятников?
  6. На «Парамонах» обнаружили шестой склад и вход в таинственное подземелье. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-10. ციტირების თარიღი: 2017-11-08.