მილცინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მილცინის სახლი
რუს. Доходный дом Мыльцына
Доходный дом Мыльцына.JPG
კოორდინატები 47°13′03″N 39°42′54″E / 47.217482° ჩ. გ. 39.715067° ა. გ. / 47.217482; 39.715067
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია
დასრულების თარიღი XIX საუკუნის დასასრული
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100000345

მილცინის სახლი (რუს. Доходный дом Мыльцына) — XIX საუკუნის სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლი[1] და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, რომელიც მდებარეობს დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

სახლის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, დონის როსტოვი, თავდაცვის ქუჩა 48/18[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანეს მის მფლობელის თევდორე ივანეს ძე მილცინის სახელით. მილცინი დაკავებული იყო ხორბლის ვაჭრობით და საბანკო საქმით. 30 წლის განმავლობაში თევდორე მილცინი მუშაობდა ქალაქის საზოგადოებრივ ბანკში, სადაც დროის დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა დირექტორის თანამდებობაზე. ჰქონდა დონის როსტოვის საპატიო მოქალაქის წოდება და დაკავებული იყო ქველმოქმედებით. 1913 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თევდორე მილცინი, როგორც ბანკიის დირექტორი ჩართული იყო დიდი რაოდენობის თანხის გაფლანგვაში[3].

მისი სახლი - არქიტექტურის ძეგლი, აგებულია XIX საუკუნის დასასრულს[2]. მილცინის სახლს ქალაქის ისტორიული ნაწილის ცენტრს უწოდებენ, რომელიც გავლენას ახდენს მიმდებარე შენობის ფორმირებაზე[1]. შენობას ჰყავს ადგილობრივი კატეგორიის დაცვა[2].

2001 წლის 9 იანვრის № 2 დადგენილების მიხედვით დაადგინეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ზონის საზღვრები[4].

დონის როსტოვის მიწის ქონების დეპარტამენტმა 2010 წლის 12 მარტს მიიღო განკარგულება № 834, რომელიც ეხებოდა მილცინის შემოსავლების სახლის მუნიციპალიზაციას[5].

სარდაფის რეკონსტრუქციის პერიოდში მილცინის სახლის საძირკველში აღმოაჩინეს მრავალსართულიანი სარდაფები, რომლებიც გაყვანილი იყო მიწაში. სავარაუდოდ იგი უნდა ყოფილიყო დონის როსტოვის მიწისქვეშა გაყვანილობების ნაწილი[6].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის არქიტექტურული სტილი ამახასიათებელია ცალკე მდგომი სახლებისათვის, რომლებიც შენდებოდა 1917 წლის რევოლუციამდე დონის როსტოვში. პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო სათავსოები, სახლი გაფორმებულია ნეოკლასიკური მიმართულების ეკლექტიკის ელემენტებით[5].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]