შინაარსზე გადასვლა

მერგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაშიშვლებული მერგელები, სამხრეთი ისრაელი
სანაპირო მერგელების ფორმაცია, სამხრეთი სიცილია

მერგელი (გერმ. Mergel) — თიხა-კარბონატული შემადგენლობის დანალექი ქანი. შეიცავს 30-90% კარბონატს (ჩვეულებრივ კალციტი, იშვიათად — დოლომიტი), 70–10% უხსნად ნაშთს (თიხის მინერალები და სხვ.). ქანთწარმომქმნელი კარბონატული მინერალების მიხედვით განარჩევენ კალციტიან და დოლომიტიან მერგელებს. უხსნად ნაშთში თუ ჭარბობს, ქანი კაჟმიწიანი მერგელების ჯგუფს მიეკუთვნება. მერგელებს ძირითადად იყენებენ ცემენტის წარმოებაში. მერგელი, რომელიც 75–80% შეიცავს, პორტლანდცემენტის ნედლეულია.