პორტლანდცემენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პორტლანდცემენტი (ინგლ. Portland —დიდი ბრიტანეთის სამხრეთში მდებარე ნახევარკუნძულის სახელწოდება), ჰიდრავლიკური მჭიდა ნივთიერება, ცემენტის სახეობა, რომელსაც ფართოდ იყენებენ მშენებლობაში. იღებენ დაწვრილმანებული კლინკერისა და თაბაშირის ნარევისაგან. ზოგჯერ უმატებენ აქტიურ მინერალურ ნივთიერებებს. პორტლანდცემენტის უმნიშვნელოვანესი თვისებებია: სიმტკიცის გადიდება გამყარებისას, წყალმედეგობა არააგრესიულ გარემოში, ყინვამედეგობა. ამზადებენ პორტლანდცემენტის სახესხვაობებსაც (უფრო სწრაფმყარებადს, პლასტიფიცირებულს, ჰიდროფობურს, სულფატმედეგს, თეთრს, ფერადს და სხვა). პორტლანდცემენტის მარკებია: 300, 400, 500 და 600.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]